დენტალური იმპლანტაცია


Image

მაღალკვალიფიციური სტომატოლოგიური მკურნალობის მეთოდებს შორის იმპლანტაციას განსაკუთრებული ადგილი უკავია. იმპლანტაციის მიზანია აღადგინოს ფუნქცია, კომფორტის შეგრძნება, სახის ანატომიური პროპორციები და ასევე დაუბრუნოს ადამიანს მომხიბვლელობა და ჯანმრთელობა. დღეს იმპლანტაცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით იმ პაციენტებს აინტერესებთ სტომატოლოგიის ეს სფერო, რომლებმაც დიდი რაოდენობით დაკარგეს კბილები და არ გააჩნიათ სურვილი პრეპარირება ( დაიქლიბონ ) ჩაიტარონ დარჩენილ კბილებზე, რათა ისინი გამოყენებული იქნეს საყრდენებად მოუხსნელი კონსტრუქციის ხიდისებური პროთეზებისთვის. მსოფლიო სტომატოლოგიურ პრქტიკაში იმპლანტაცია ერთ–ერთი პროგრესული მეთოდია. თანამედროვე სტომატოლოგიას სხვადასხვა სახის იმპლანტანტების საკმაოდ ფართო არჩევანი გააჩნია.

Image

იმპლანტანტი წარმოადგენს ხელოვნურ საყრდენს, რომელიც დამზადებულია ტიტანისგან, იგი თავსედება ზედა ან ქვედა ყბის ძვლოვან ქსოვილში, მასზე შემდგომ თავსდება ხელოვნური გვირგვინი, რომელიც სრულფასოვნად ცვლის დაკარგულ კბილს.

კბილის იმპლანტანტი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან, ესენია: თვით იმპლანტანტი და აბათმენტი,რომელიც ასევე დამზადებულია ტიტანისგან ( გარდა ტიტანისა იმპლანტებისა და აბთმენტების დასამზადებლად კიდევ გამოიყენება ცირკონიუმი ) .

იმპლანტაცია მიმდინარეობს ორ ეტაპად. პირველი ეტაპის დროს იმპლანტატი თავსდება ყბის ძვლოვან ქსოვილში, გარკვეული პერიოდის შემდეგ მას უმაგრდება აბათმენტი და შემდეგ უკვე საპროთეზო კონსტრუქცია.

პროთეზირების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით იმპლანტაციას გააჩნია გარკვეული უპირატესობები, კერძოდ პაციენტი ღებულობს საპროთეზო კონსტრუქციას, რომელიც ვიზუალურად და ფუნქციურად მცირედ განსხვავდება საკუთარი კბილებისგან.

 Image

იმპლანტაციის უპირატესობები

  1.  კბილთა მწკრივის დეფექტის აღდგენა ხდება საკუთარი კბილების დეპულპაციის ( ნერვის ამოღება ) და პრეპარირების ( დამუშავების ) გარეშე;
  2. იმპლანტაციის საშუალებით შეიძლება აღდგენილი იქნას კბილთა მწკრივში არსებული ნებისმიერი ლოკალიზაციის და სიდიდის დეფექტი;
  3. იმპლანტაცია უკბილო ყბაზე პროთეზირების ფართო არჩევანის საშუალებას იძლევა. კერძოდ: სრული მოსახსნელი პროთეზი, დამაგრებული იმპლანტებზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საპროთეზო კონსტრუქციის ფიქსაციურ მდგრადობას. ნაწილობრივ–მოსახსნელი ფირფიტოვანი კონსტრუქცია, იგივე მიზეზებიდან გამომდინარე და ბოლოს მოუხსნელი ხიდისებური საპროთეზო კონსტრუქცია, რომელიც როგორც ზემოთ იყო უკვე აღნიშნული თითქმის არ განსხვავდება საკუთარი კბილებისგან;
  4. იმპლანტებზე დამაგრებული მოსახსნელი პროთეზი ჩვეულებრივ პროთეზებთან შედარებით გამოირჩევა ფიქსაციის მდგრადობით. მას გააჩნია უფრო ნაკლები საზღვრები, რაც უზრუნველყოფს უფრო ადვილ შეგუებას და ადაპტაციის დროის შემცირებას. ეს ნიუანსი აუმჯობესებს პაციენტის ფსიქოლოგიურ დამოკუდებულებას და ზრდის მისი თვითშეფასების კოეფიციენტს, ასევე უხსნის მას შიშის გრძნობას მოსახსნელი პროთეზის მიმართ, პაციენტების უმეტესობას ეშინია რომ პროთეზი გარკვეულ პირორბებში უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ესეთი პროთეზები ფუნქციურად უფრო სრულყოფილია ანუ ღეჭვის აქტი მიმდინარეობს სრული დატვირთვით, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას. კლინიკურ სტომატოლოგიაში არის სიტუაციები, როდესაც პროთეზირების ტრადიციული მეთოდების გამოყენება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებში იმპლანტაცია ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს. კბილების დაკარგვის შემთხვევაში ყბის ალვეოლური მორჩი ( ძვალი ) კარგავს ფუნქციას და იწყება ატროფია ( მიმდინარეობს ძვლის გაწოვა ). იმპლანტის ჩადგმის შემთხვევაში მას უბრუნდება მისი ფუნქცია. ასე რომ ამ მეთოდით არა მარტო პროთეზირებას ვაწარმოებთ, არამედ პაციენტს ვუნარჩუნებთ ალვეოლურ მორჩს.

Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: