კბილის გაძნელებულ ამოჭრასთან დაკავშირებული დაავადებები


კბილის გაძნელებულ ამოჭრასთან დაკავშირებული დაავადებები

დიაგნოზი კბილის დისტოპია – ეს ნიშნავს კბილთა მწკრივში კბილის არა სწორ მდებარეობას, იგი გადახრილია ენის, სასის, ლოყის მხარეს ან მთლიანად შემოტრიალებულია თავისი ღერძის ირგვლივ. არსებობს კომპეტენტური აზრი, რომ როდესაც ასეთი კბილის იწყებს ზრდას იგი აწვება კბილთა მწკრივს რის შედეგადაც მწკრივში მყოფი კბილები გადაადგილდებიან და იცვლინ თავიანთ მდებარეობას, რასაც მოყვება თანკბილვის ( კბილთა შეთანასოვნების ) დარღვევა. ეს უკვე გარკვეული ორთოდონტიული პრობლემაა, ასეთ შემთხვევაში დისტოპირებული კბილის ბედი უნდა გადაწყვიტოს ექიმ–ორთოდონტმა. ძირითად შემთხვევებში პრობლემის გადაწყვეტა აღნიშნული დისტოპირებუი კბილის ექსტრაქციაა. დიაგნოზი კბილის რეტენცია ნიშნავს კბილის ზრდაში შეჩერებას, მას შემდეგ რაც მისი ამოჭრის ვადები უკვე შესრულებულია. ასეთი კბილების ბედი წყდება კლინიკური და რენტგენოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე. თუკი კბილი არასწორ პოზიციაში დგას ანუ რეტენციასთან ერთად დისტოპირებულიცაა და გარდა ამისა იწვევს პერიკორონარიტს, მაშინ ქირურგი–სტომატოლოგი ღებულობს გადაწყვეტილებას მისი ექსტრაქციის შესახებ, ხოლო თუ რეტენციული კბილი სწორ პოზიციაში დგას, აქვს კბილთა მწკრივში ადგილი სადაც იგი შეიძლება განლაგდეს ამოჭრის შემდეგ, მაგრამ იწვევს პერიკორონარიტს, ასეთ შემთხვევაში მიღებული იქნება მართებული გადაწყვეტილება კბილის გვირგვინის მფარავი ლორწოვანის ქუდაკის კვეთის შესახებ.
დიაგნოზი პერიკორონარიტი– რეტენციული კბილის ( ძირითადად ქვედა მე–8 ) ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ანთებაა, რაც კლინიკურად იწვევს პირის გაღების და ენის მოძრაობის შეზღუდვას, ასევე ყლაპვის გართულებას, მოსალოდნელია სხეულის ტემპერატურის მატება.
ასეთი კბილების ექსტრაქცია ექიმისგან მოითხოვს მაღალკვალიფიციურ მიდგომას, არ ითვლება ჩვეულებრივ ექსტრაქციად და შესაბამისად პაციენტიც შემზადებული უნდა იყოს შედარებით ხანგრძლივი ქირურგიული მანიპულაციისთვის ვიდრე ამას მოითხოვს ჩვეულებრივი კბილის ექსტრაქცია. პაციენტისთვის ქირურგიული მანიპულაცია ტარდება აბსოლუტურად უმტკივნეულოდ, აქ მთავარი ორი ძირითადი მომენტია: კვალიფიციურად ჩატარებული ოპერაცია, რაც ქირურგის კომპეტენციაა და ოპერაციის შემდგომი მართებული რეაბილიტაციის პერიოდი, რომელიც შესაბამისი რჩევა–დარიგებების შემდგომ თვით პაციენტზეა დამოკიდებული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: