ოდონტოგენური ცისტა


ოდონტოგენური ცისტა

დიაგნოზი ოდონტოგენური კისტა სტომატოლოგიაში ერთ-ერთი სერიოზული ნოზოლოგიაა. მას წარმოშობის რამდენიმე მიზეზი აქვს, მაგრამ ამ სტატიის მიზანია ამ დაავადებასთან დაკავშირებით გავათვითცნობიეროთ პაციენტი. ცისტა სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც შედგება გარსისა და შიგთავსისგან, ძირითადი გამომწვევი მიზეზი აღნიშნულ შემთხვევაში ქრონიკულად მიმდინარე პერიოდონტიტის ერთ-ერთი ფორმის ( გრანულომატოზური ანუ გრანულომური ) შედეგია. არსებობს მისი მკურნალობის კონსერვატიული ( თუ ცისტა მცირე ზომისაა ) და ქირურგიული ( დიდი ზომის ცისტების შემთხვევაში ) მეთოდები. ცისტის შიგთავსის ჩირქოვანმა ანთებამ შესაძლებელია ბევრი უსიამოვნება შეახვედროს პაციენტს, რბილი ქსოვილების შეშუპება და შესივება, სხეულის ტემპერატურის მატება, აპათია, შრომისუუნარობა და ა.შ. ცისტის გამოვლენა ძირითადად ხდება რენტგენოდიაგნოსტიკის საშუალებით. ხშირ შემთხვევებში პაციენტს, თუ ცისტის შიგთავსი არასდროს არ დაჩირქებია, წარმოდგენაც არაა აქვს რომ კბილზე ცისტა აქვს და დიაგნოსტირება ხდება შემთხვევით, რომელიმე სტომატოლოგიური მანიპულაციის ჩატარების შემდეგ საკონტროლო რენტგენოდიაგნოსტიკის დროს. როგორ მოვიქცეთ ოდონტოგენური ცისტის დიაგნოსტირების შემდეგ? პაციენტმა უნდა ჩაიტაროს კვალიფიციური კონსულტაცია ყბა-სახის ქირურგთან, პირველ რიგში განისაზღვრება მიზეზობრივი კბილის შენარჩუნების შესაძლებლობა. ასეთი შესაძლებლობის არსებობისას მკურნალობის პროცესში ერთვება ექიმი-სტომატოლოგი თერაპევტი, რომელიც დაბჟენს მიზეზობრივი კბილის არხს და ამის შემდეგ ტარდება ოპერაცია ცისტექტომია. იმ შემთხვევაში თუ ცისტის ღრუში მოთავსებულია მეზობელი კბილის ფესვების მწვერვალები და მათი სიცოცხლისუნარიანობა ეჭვქვეშაა, იგივე პროცედურები ჩატარდება მათთან მიმართებაში. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი მეზობელი კბილები სიცოცხლისუნარიანია, იბჟინება მხოლოდ მიზეზობივი კბილი და ტარდება ოპერაცია ცისტოტომია.
აღსანიშნავია რომ რიგი ავტორებისა ნებისმიერ შემთხვევაში, ერთფესვიანი კბილია მიზეზობრივი თუ მრავალფესვიანი, ეთანხმება ზემოთ მოყვანილ ახსნა განმარტებას. ამ სტატიის ავტორი ეთანხმება ავტორთა მეორე ჯგუფს, რომელიც ამტკიცებს რომ თუ მიზეზობრივი კბილი მრავალფესვიანია ამ შემთხვევაში კბილი უნდა იქნეს ამოღებული და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდეს ცისტექტომიის ოპერაცია, რათა არ მოხდეს ცისტის ყბის ძვლოვან ქსოვილში დარჩენა და შემდგომი ზრდა, რაც გამოიწვევს მეზობელი კბილების დაზიანებას.
ამ ორი ოპერაციის ტექნიკა პაციენტისთვის საინტერესო არ უნდა იყოს, მთავარია შემდეგი! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ოდონტოგენური ცისტის მკურნალობა ტარდება უმტკივნეულოდ და სწრაფად, მხოლოდ პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი დამოკიდებულია თვით პაციენტზე და იმაზე თუ რამდენად სწორად შეასრულებს იგი ექიმის დანიშნულებებს და რჩევა დარიგებებს.
პოსტოპერაციულად პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ 24 თვის განმავლობაში, 6 თვეში ერთხელ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს რენტგენოდიაგნოსტიკა ან რადიოვიზიოგრაფიული კვლევა, რათა გამორიცხული იქნას რეციდივი.პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი შეიძლება შემცირებული იქნას თუ კი პოსტცისტოზურ ღრუში მოთავსებული იქნება ძვლის შემცვლელი ნივთიერება, რომელიც დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მრავლად მოიპოვება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: