ქართული მარკეტინგი და მენეჯმენტი სტომატოლოგიაში


სტომატოლოგიური მასალების ერთ-ერთ მაღაზიაში საინტერესო სცენას წავაწყდი. ჩემს წინ რიგში ქალბატონი იდგა და ხელში სია ეკავა , როდესაც რიგმა მოუწია აღმოჩნდა რომ ქალბატონი პაციენტია და ექიმმა გამოაგზავა მისთვის საჭირო ანესთეტიკის და საბჟენი მასალის საყიდლად?! მაღაზიის მომსახურე პერსონალისგან გავიგე რომ ესეთი სცენები არც თუ იშვიათია. თავიდან გულიანად გამეცინა, შემდეგ კი პირიქით ძალიან გავბრაზდი!

გავბრაზდი პაციენტზე, ექიმზე და იმ კლინიკის ხელმძღვანელობაზე სადაც ეს ექიმი მუშაობს.

მოდით გავაანალიზოთ! პაციენტი მიდის ექიმთან და აღმოჩნდა, რომ ექიმი ზის თავისთვის ელოდება პაციენტს და იმისათვის რომ პაციენტი მიიღოს არავითარი პირობები არა აქვს, არა მარტო პირობები , არა აქვს ასევე მასალა რათა ჩაატაროს მკურნალობა, პაციენტი ღებულობს მისი ხელიდან საჭირო მედიკამენტების სიას და მორჩილად მიემართება მაღაზიაში…..

ეხლა გეკითხებით! ბნელა? რომელი საუკუნეა? რა ხდება! რატომ არჩევს პაციენტი ასეთ ექიმს და ასეთ კლინიკას? აქ ორი მიზეზია. პირველი – პაციენტს მეტი ცხოვრებაში არაფერი არ უნახავს, გარდა ასეთი მოპყრობისა და ასეთი მომსახურეობისა, მისი IQ დასაშვებზე დაბალია და ამიტომ აპამპულებინებს თავს. მეორე – ექიმის IQ-ც არ ტოვებს დიდ შთაბეჭდილებას, გაყინულია ურთიერთობების ასეთ დონეზე ( თუმცა ეს დონე არცერთმა ექიმმა არ უნდა გამოცადოს, ყბა-დაღებული სამოქალაქო ომის დროსაც კი წმ. მიხეილის სახელობის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებიდან პაციენტი არ გაგვიგზავნია თუნდაც ბინტის მოსატანად, თუმცა გაგვიგია რომ სხვა კლინიკებში ესეთ ფაქტებს ქონდა ადგილი, მაგრამ ომი იყო და გაჭირვება. დღეს?) ექიმი მორგებულია ასეთ ურთიერთობებს და შემდეგ იადვილებს საქმეს, საინტერესოა შეძენილი მასალის ანგარიშ ფაქტურა არ სჭირდება? ასევე საინტერესოა რა შიდა კალკულაციით გამოყავს ნოზოლოგიათა მკურნალობის ფასები? როგორ იხდის გადასახადებს? და იხდის კი საერთოდ რაიმე გადასახადს? ერთ პაციენტს მაინც თუ მიუღია ასეთ კლინიკაში მომსახურეობის საფასურის ქვითარი? რა თქმა უნდა იმუშავებს 10 ლარად. თქვენ კი ძვრფასო კოლეგებო იხადეთ გადასახადები და იყავით პირნათელი საგადასახადო კოდექსის წინაშე, კონკურენციას რითი გაუწევთ ამ „ინდოელ ქუჩის ექიმებს“ ( გინახავთ ალბათ YOU TUBE-ზე! ვისაც არ უნახავს უყურეთ http://www.youtube.com/watch?v=E0u5Dqm_G9M  ისიამოვნებთ)

სიტუაცია მეორე გავიგე რომ ერთ-ერთ კლინიკაში  ექიმები საკუთარი შეძენილი მასალებით მუშაობენ. ძალიან დამაინტერესა როგორ უნდა გაარჩიოს კლინკის ხელმძღვანელმა რამდენად კეთილსინდისიერად იქცევიან მისი კლინიკის ექიმები? იყენებენ თუ არა კარგი ხარისხის მედიკამენტებსა და მასალებს? იქნებ უხარისხო, მხოლოდ სტუდენტთა პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი მასალებით მუშაობენ, მულაჟს კბილს რითი დაუბჟენ მე მგონი მნიშვნელობა არა აქვს! ყოფილა შემთხვევები  იაფად რომ გამოსულიყვნენ ვადაგასული მასალებიც გამოუყენებიათ. შემდეგ ესეთი სიტუაცია გაურკვევლობას იწვევს ექიმი X , რომელიც თავს უფლებას არ აძლევს გამოიყენოს დაბალი ხარისხის იაფფასიანი მასალები მუშაობს სხვა განფასებაში და იგივე კლინიკაში მეორე ექიმი Y იგივე ნოზოლოგიას სულ სხვა განფასებაში მკურნალობს, პაციენტი იბნევა. როგორ შეიძლება რომ ერთსადაიგივე კლინიკაში სხვდასხვა სავარძელზე სხვადასხვა ფასები მოქმედებდეს, გარდა ამისა ამ გაურკვეველი ვარიაციების გამო  კლინიკას სახელი უფუჭდება, ამაზე კი პირველ რიგში უნდა ფიქრობდეს კლინიკის მენეჯერი და ატყობინებდეს კლინიკის მფლობელს, რომ მისი ბიზნეს საქმიანობა საეჭვო გზაზე დგას, სახელის შექმნა ძნელია მისი გაფუჭება კი ძალიან ადვილია. გარდა ამისა ესეთ კლინიკებში სამწუხაროდ ხშირია მედ პერსონალის ხშირი ცვლა, პაციენტები ეჩვევიან ექიმებს, უცნობი სახეები მათ გარკვეულ წილად აფრთხობთ, მაგრამ ამასაც არ დაგიდევენ მთავარია რომ სადაზღვევო კომპანიები უგზავნიან „კლიენტებს“, არ შემშლია პაციენტებს კი არა „კლიენტებს“ იმიტომ რომ სადაზღვევო კომპანიისთვის ჩვენი პაციენტები კლიენტები არიან და მეტი არაფერი!

 

2 Responses

  1. ორი დღის წინ მე თვითონ შევესწარი სტომატოლოგიურ მაღაზიაში მსგავს სცენას. ქალბატონი ყიდულობდა ანკერს ,სტომატოლოგმა დააბარა, თანაც საშუალო ზომის: არც ძალიან მსხვილი, არც ძალიან წვრილი,არც ძალიან გრძელი და ააააარც ძალიან მოკლეო.

  2. ალბათ დიდი ხანი არაა რაც საქართველოში მუშაობთ, თორემ არ გაგიკვირდებოდათ, რომ კლინიკების უმრავლესობაში ექიმები თავისი მასალით მუშაობენ. ასე ხდება მას შემდეგ, რაც სახელწიფო დაფინანსება შეუწყდა სტომ. პოლიკლინიკებს 90-იან წლებში. ეს ასე არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა. საქმე იმაშია რომ სტომ, კლინიკებში არ არსებობენ მენეჯერები. კლინიკის ხელმძღვანელობა კი, რომელიც თითქმის ყოველთვის თავადაა დასაქმებული კლინიკაში და პრაქტიკას ეწევა, მენეჯერს ვერ შეცვლის. შეგახსენებთ, რომ მენეჯერის მოვალეობაა კლინიკის მუშაობის ეფექტურობის გაზრდა (რომ განვაზოგადოთ), კლინიკის მომსახურების გაყიდვა. იგი ქირაობს ექიმის და იყენებს მის ცოდნას მაქსიმალურად, უქმნის რა მას სათანადო სამუშაო პირობებს. ექიმის მიერ მასალის ყიდვა ამაში ვერანაირად ვერ ჯდება.
    მე პირადად ყოველთვის ვმუშაობდი საკუთარი მასალით, მაშინაც კი, როცა კლინიკა უზრუნველმყოფდა, სწორედ თქვენს მიერ დასახელებული მიზეზის გამო. არამარტო ექიმები, კლინიკაც თავის მხრივ ხშირად ცდილობს ეკონომიის გაკეთებას მასალების და ერთჯერადი ნივთების ხარჯზე, რაც ჩემი მუშაობის შედეგებზე უარყოფითად აისახებოდა. ასე რომ, მთავრია მიზანი იყოს ხარისხიანი მომსახურება და კეთილსინდისიერება, და გამოსავლის მოძებნა არაა ძნელი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: