სტომატოლოგები და გაკერვის ხელოვნება № 2


ექიმი სტომატოლოგი თავის პრაქტიკული მოღვაწეობისას საკმაოდ ხშირად აწყდება სიტუაციას როდესაც მას სჭირდება ჭრილობაზე ქირურგიული ნაკერის დადება . რა გვჭირდება ამ ქირურგიული მანიპულაციის ჩასატარებლად?!  ეს ინსტრუმენტებია : სკალპელი, ნემსდამჭერი, მაკრატელი და ასევე ქირურგიული ძაფები.  

Image

სკალპელი – ქირურგიულ სტომატოლოგიაში გამოვიყენებთ :  11; 12; 15 და 15 ფორმებს.

Image

ეს ფორმები ყველაზე კარგად ესადაგება პირის ღრუს ტოპოგრაფიას. გამოიყენება არა მარტო უბრალო განაკვეთების გასატარებლად არამედ ნაფლეთების ფორმირებისათვის.

Image

ნემსდამჭერი – უნდა იყოს 12-14 სმ სიგრძის ან უფრო მცირე, დიდი ზომის ნემსდამჭერით პირის ღრუში მუშაობა მოუხერხებელია.

Image

მაკრატელი – ორი სახის ძაფებისთვის ( ოდნავ წვეტიანი პირებით) და რბილი ქსოვილებისთვის  ( ოდნავ ბლაგვი პირებით)

Image

 

Image

 

ქირურუგიული ძაფები – დღეს-დღეობით გამოიყენება ქირურგიული ძაფები მათზე დამაგრებული ნემსებით, ასეთ ძაფებს ატრავმული ეწოდება.  რბილ ქსოვილში გავლისას ნემსის ყუნწი არ ატრავმირებს ქსოვილებს. სტომატოლოგიაში გამოიყენება  1/2  ან  3/8  მოხრილობის  ნემსები, სიგრძე ვარირებს 19 მმ -დე. ეს დამოკიდებულია კლინიკურ სიტუაციაზე და ქირურგის მოთხოვნებზე.

Image

ძაფები იყოფა შემდეგ ჯგუფებად

ნატურალური და სინთეტიკური; აბსორბირებადი და არა აბსორბირებადი; მონოფილამენტები და პოლიფილამენტები ( დაწნული, დაგრეხილი და კომპლექსური )

Image

ყველა მათგანს აქვს თავისი დანიშნულება და ფუნქცია. ყოველ მათგანთან მუშაობისას უნდა გავითვალისწინოთ ინდივიდუალური თვისებები.

კერვის მეთოდიკები განსხვავებულია და ეხლა განვიხილავთ ზოგიერთ მათგანს

Image

ყველაზე გავრცელებულია კვანძოვანი ნაკერი, მისი გამოყენება ძალიან ადვილია და ძირითადად სტომატოლოგები სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ.

Image

ჰორიზონტალური და ვერტიკალური მატრასული კვანძები. პროფესიული თვალსაზრისით შედარებით ძნელი შესასრულებელია, მაგრამ უზრუნველყოფს ქსოვილების კარგ და ზუსტ ფიქსაციას.

თუ კვანძოვანი ნაკერისას შესაძლებელია ეპითელური ქსოვილი ერთმანეთზე გადაეფაროს რაც ხელს შეუშლის შეხორცების პროცესს, ამ შემთხვევაში შემაერთებელქსოვილოვანი ნაწილი და ეპითელური ქსოვილი ზუსტად შეპირისპირდებიან (შემაერთებელქსოვილოვანი+შემაერთებელქსოვილოვანი   და ეპითელური+ეპითელური)

Image

 

Image

შემომფარგვლელი კვანძი  რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ რბილი ქსოვილები დავამაგროთ კბილებზე და გავაკეთოთ მათი ფიქსაცია.

Image

 

Image

უწყვეტი ნაკერი რომელიც გამოიყენება როგორც ადენტიის უბნებში ასევე პაროდონტოლოგიური ოპერაციებისას კბილებ შენარჩუნებულ უბნებში.

არსებობს მანუალური და ინსტრუმენტული მუშაობის წესები.

Image

პირველ შემთხვევაში კვანძი დაიდება თითების მეშვეობით ხოლო მეორე შემთხვევაში კი გამოიყენება ინსტრუმენტები – ნემსდამჭერი და პინცეტი (ანატომიური)

შემდეგ სტატიებში უფრო დეტალურად განვიხილოთ მოცემული მეთოდიკები

Image

One Response

  1. ძალიან კარგი პოსტია ..ყოველთვის მაინტერესებდა ეს თემა განსაკუთრებით იმის ცნობისმოყვარეობა მკლავდა ბატონი კახა გურგენიძე როგორ აკეთებს ამას ისე ოსტატურად რომ თვალებით კი ვაფიქსირებდი მაგრამ გონებაში ვერ ვაანალიზებდი ამას როგორ ახერხებდა ესე..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: