ჰაიმორის ღრუს ფსკერის პერფორაცია, ორო-ანტრალური სტომა და ექიმის ტაქტიკა № 1


Image

პაციენტების უმეტესობას წარმოდგენა არა აქვთ თუ რა არის ჰაიმორის ღრუ, სად მდებარეობს იგი და რა გართულებები შეიძლება მოყვეს ზედა ყბაზე კბილის უბრალო  ექსტრაციას. თუმცა პაციენტი არც არის ვალდებული რომ ეს იცოდეს, სამწუხარო სხვა რამეა. სამწუხარო ის არის რომ ექიმების დიდ პროცენტს ჰაიმორის ღრუ ანუ ზედა ყბის წიაღი, გნებავთ ზედა ყბის სინუსი ხშირად ფრონტალურ ღრუში ეშლებათ. ფრონტალური ღრუ ანუ შუბლის წიაღი.

თუმცა ორივე ფრონტალურიც და ჰაიმორის ღრუც ცხვირის მიმდებარე წიაღებს მიეკუთვნება და ალბათ ეს იწვევს გარკვეულ გაუგებრობას.

ფრონტალურ ღრუსთან ჩვენ ამ სტატიაში არავითარი კავშირი არ გვექნება, დავტოვოთ იგი იქ სადაც არის და მივხედოთ ჰაიმორის ღრუს.

ჰაიმორის ღრუ – ცხვირის დანამატი ღრუ, ზედა ყბის წიაღი, წყვილი ღრუ რომელიც მოთავსებულია ცხვირის მარჯვნივ და მარცხნივ, ორივე თვალბუდის ქვემოთ და ალვეოლური მორჩის ზემოთ. შიგნიდან ამოფენილია ლორწოვანი ქსოვილით, რომელსაც შნეიდერის მემბრანა ეწოდება. უკავშირდება ცხვირის ღრუს შუა გასავალს. მისი ზომები ვარირებს 15-დან 40 კუბ/ მმ-დე, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ ყველაფერი ინდივიდუალურია და გვხვდება სინუსები რომლების ზომა 15 კუბ/მმ-ზე ნაკლებია, ასეთს სკლეროტული ეწოდება ( პროფ.ს.ხიჩინაშვილს აღწერილი აქვს კლინიკური შემთხვევა, როდესაც პაციენტს საერთოდ არ ქონდა ჰაიმორის ღრუ, ასევე სტატიის ავტორს ყავდა ორი პაციენტი, ერთს არ გააჩნდა ჰაიმორის ღრუები, მეორეს კი ფრონტალური ღრუები ) და ასევე არსებობს სინუსები, რომელთა ზომა აღემატება 40 კუბ/მმ-ს, ასეთს პნევმატიური ეწოდება.

Image

ზედა ყბაზე გნსაკუთრებით მოლარების მიდამოში, კერძოდ 17 და 27 კბილების მიდამოში  ფესვების მწვერვალები ძალიან ახლოს იმყოფებიან ჰაიმორის ღრუს ქვედა წინა კედლის საზღვართან ანუ ჰაიმორის ღრუს ფსკერთან. და ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჰაიმორის ღრუ არც სკლეროტულია და არც პნევმატიური. მე 7 კბილების ფესვების მწვერვალებიდან ჰაიმორის ღრუს ფსკერამდე მანძილი ვარირებს 2-12 მმ-ს ფარგლებში, მაგრამ თუ პაციენტს პნევმატიური ჰაიმორის ღრუ აქვს, ანუ ზომები აღემატება 40 კუბ/მმ-ს, მაშინ შესაძლებელია რომ ზედა ყბაზე მე-3 კბილიდან მე-8 კბილამდე ფესვების მწვერვალები იმყოფებოდეს ჰაიმორის ღრუში და დაფარული იყოს მხოლოდ შნეიდერის მემბრანით ან ძვლის ძალიან თხელი ფენით, რომლის სისქე 1 მმ-ზე ნაკლებია.

ამ მცირე ანატომიური ექსკურსის შემდეგ გადავიდეთ ძირითად თემაზე.

ზედა ყბაზე კბილების ექსტრაქციის დროს ხანდახან ხდება ზედა ყბის წიაღის ფსკერის პერფორაცია, ანუ გახსნა. განვიხილოთ თუ რა შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ეს ადგილობრივი გართულება. მოცემული სიტუაცია შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგ სამ შემთხვევაში:

ა)  თუ კი პაციენტს გააჩნია პნევმატიური სინუსი;

ბ) თუ კი ჰაიმორის ღრუში ან კბილის ფესვი მწვერვალს მიღმა ანუ პერიაპიკალურ სივრცეში აღინიშნება ანთებითი პროცესი;

გ) თუ კი კბილის ექსტრაქცია ჩატარდა ტრავმულად და ქირურგის უხეშმა მუშაობამ დააზიანა ქსოვილები.

თუმცა აღსანიშნავია რომ სამივე ჩამოთვლილი შეიძლება ერთ კლინიკურ შემთხვევაში შეგვხვდეს სხვადასხვა კომბინაციით.

პნევმატიური სინუსი + ჩირქოვანი ჰაიმორიტი ( მწვავე ან ქრონიკული )

რადიკულური ანუ მწვერვალოვანი კისტა, რომელიც დიდი ზომების გამო არღვევს სინუსის ფსკერს, თუნდაც იგი არ იყოს პნევმატიური.

პნევმატიური სინუსი + დიდი ზომის გრანულომა

მოკლედ ვარიანტები შეიძლება იყოს ბევრი, ექიმის უხეშ მუშაობაზე არ გავჩერდები.

Image

როგორ მოვიქცეთ?!

პირველ რიგში მაინც ყველაფერი ანამნეზის შეკრებით და  გამოკვლევების ჩატარებით იწყება.

თუ კი ანამნეზში რაიმე დაგვაეჭვებს, უნდა ჩავატაროთ დამატებითი გამოკვლევები – იქნება ეს ცხვირის დანამატი ღრუების რენტგენოლოგიური გამოკვლევა თუ ზედა ყბის CT.

აქ ხშირად თვით პაციენტები არ გვიწყობენ ხელს, ბევრ მათგანს საეჭვოდ მიაჩნია როდესაც უბრალო კბილის ამოსაღებად მიდის და მას კიდევ რაღაც რენტგენებს სთხოვენ და ფულს ახარჯინებენ. ჩვენი მოსახლეობის დიდი %  სამწუხაროდ დაბალი განათლებისა და იმაზე დაბალი IQს გამო ექიმებს ევაჭრება, არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით არამედ გამოკვლევისა და მკურნალობის მეთოდების მხრივაც. ეს სამწუხარო ფაქტი გამოწვეულია იმ მიზეზით რომ ექიმების დიდი ნაწილი სწორედ მოსახლეობის ზემოთ აღნიშნულ %-ს ეკუთვნის  და ამის გამო ვერ იმსახურებს ნდობას, ამ შერყეული ნდობის წნეხის ქვეშ კი კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ექიმებიც ყვებიან. მოკლედ ძვირფასო კოლეგებო ჯობს ვიყოთ მტკიცენი ჩვენს გადაწყვეტილებებში და არ ავყვეთ პაციენტის სიტყვებს რომ პასუხისმგებლობას თავად აიღებენ თავიანთ თავზე, რომ მათ არაფერი მოუვათ და ა.შ. როგორც კი რამე მოხდება მერე შემოგიტრიალდებიან და გეტყვიან რატომ არ დამაძალე რომ გამოკვლევა ჩამეტარებინაო.

ერთი შემთხვევა მახსენდება. ეჭვი შეგვეპარა საკმაოდ არა სასიამოვნო და სერიოზულ დაავადებაზე. ყველა ექიმი უნდა ეწეოდეს ჰიპერდიაგნოსტიკას, სჯობს შევცდეთ და არ აღმოჩნდეს სიცოცხლისთვის საშიში დიაგნოზი,  ვიდრე გამოგვეპაროს და ბანალურ ნოზოლოგიად მივიღოთ. მოკლედ პაციენტის სიჯიუტის მიუხედავად ანალიზები და გამოკვლევები მაინც ჩავატარეთ. დიაგნოზი არ დადასტურდა. პაციენტმა დიდი უკმაყოფილება გამოთქვა- „ არაფერი ისეთი არ აღმომაჩნდა და ამდენი ფული ტყუილად დავხარჯეო“ . საინტერესოა ადამიანის ფსიქოლოგია. მას რომ ის დაავადება აღმოჩენოდა რომელზეც ეჭვი გაგვიჩნდა საინტერესოა ფულის დახარჯვას კიდევ  იდარდებადა?!

დავუბრუნდეთ ჩვენს თემას

თუ კი სინუსის ფსკერი მაინც გაიხსნა.

ექიმის ტაქტიკაზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ

One Response

  1. fsikologia, sakartvelo da misi mosaxleoba, martlac rom samcuxarod seriozuli sirtulea, sakmaod xshiria, sanam ar etkvi pacients skmaod cud rames da davakonkreteb” sheidzleba akve gardaicvalto” kvelas jvari eceros ekimsac da pacientsac, magram shemtxvevebi kofila da kuradsagebi mainc ar xdeba pacientebistvis, manamde ar mogkvebian agnishnul gamokvlevebze, titkos ekimebi shekrulebi vart, arasasurveli kvelvistivs mainc vagzavnit kolegastan da fuls vaxarjinebt da ase shemdeg, xalxno ar aris ese, me mkonda situacia, pacienti momivida da sachiro iko anesteziis gaketeba, anamnezis shekrebisas chavedzie da dzlivs amovglije informacia piridan rom turem ramdenime tvit adre RAGAC problema konda da saavadmkofoshi icva, arada tan meubnbe a da mkacrad madzalebs rom araferi momiva, gamikete anesteziao, mere agmochnda rom turme xilze anafilaksiuri shoki ganvitarebula da bedad gudushauris klinikastan iko axlos da mashinve ik miikvanes da ukve terminaluri mdgomareobidan chvenma kolegebma dzlivs gamoikvanes da pacients es konda argumentad rom alergiaze “VIMKURNALEO” da agaraferi momivao, momicia agnishnuli pacientis gashveba analizebze da sakmaod cudi ekimis saxelic davimsaxure, mas shemdeg is pacienti agar gmaochenila, es aris kartuli midgoma samedicino sakitxebisadmi😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: