ჰაიმორის ღრუს ფსკერის პერფორაცია, ორო-ანტრალური სტომა და ექიმის ტაქტიკა № 2


ვაგრძელებთ საუბარს თემაზე – ჰაიმორის ღრუს ფსკერის პერფორაცია, ოროანტრალური სტომა და ექიმის ტაქტიკა

თუ კი სინუსის ფსკერი გაიხსნა, აქ ორი ვარიანტია : ერთი როდესაც სინუსი ჯანმრთელია  და მეორე  სინუსში ჩირქოვანი ანთებითი პროცესი ფიგურირებს.

თუ კი სინუსი ჯანმრთელია, უნდა მოხდეს შესაბამისად მისი დახურვა. გახსნილი სინუსით პაციენტის გაშვება, იმის საწინდარია, რომ მას ადრე თუ გვიან დაემართება სინუსიტი.

პერფორირებული, გახსნილი სინუსის დახურვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, იყო დრო როდესაც გვირჩევდნენ  იოდოფორმით გაჟღენთილი მარლის ფილთა ჩაგვედო ალვეოლაში და ღმერთს მივნდობოდით. გამორიცხული არ არის რომ ამ მეთოდიკით მივაღწიოთ გარკვეულ წარმატებას , მაგრამ მაინც ჯობს აქტიური მოქმედებების ჩატარება და უფრო მეტი უზრუნველყოფა რათა ჭრილობა დაიხუროს.

აქ შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა – როგორ მივხვდეთ რომ სინუსი გაიხსნა? კბილის ექსტრაქციის შემდეგ აუცილებელია არ არის რომ ჰაერის ბუშტების შემცველი სისხლი წამოვიდეს ჭრილობიდან, ეს ყოველთვის არ ხდება. აქ შეიძლება გამოყენებული იქნეს ჩაბერვის ტესტი, თუმცა ამ ტესტის მართებულობაზე საკმაოდ დიდხანს კამათობდნენ მოწინავე სპეციალისტები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინსტრუმენტული გამოკვლევისას უფრე მაღალი პროცენტით ზიანდებოდა შნეიდერის მემბრანა, ვიდრე ჩაბერვის ტესტის გამოყენებისას. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩაბერვის ტესტი ორი ნაწილისგან შედგება და ორივე ნაწილის გამოყენება აუცილებელია არ არის. ამაზეც დიდი კამათი იყო , განსაკუთრებით ტესტის მეორე ნაწილზე. ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ ჯერ თანმიმდევრულად მივყვეთ. ინსტრუმენტული გამოკვლევისას, რაც არ უნდა ბლაგვი ინსტრუმენტი გამოიყენოს ექიმმა მაინც არის შანსი რომ მან ვერ იგრძნოს შნეიდერის მემბრანა და დააზიანოს იგი. ტესტის ჩატარებისას პაციენტს ვთხოვთ მოიჭიროს ხელი ნესტოებზე ან ჩვენ თვითონ მოვუჭერთ ხელს და ვთხოვთ რომ ნაზად ჩაბეროს ჰაერი ნესტოებში ( სინაზე აუცილებელია, რამეთუ ზოგიერთი პაციენტი ისეთი გულმოდგინებით ასრულებს ამ პროცედურას რომ შექმნილი წნევით შეიძლება თვითონვე დაიზიანოს მემბრანა ) თუკი ცხვირის ნესტოები არ გამოიბერა და ჭრილობიდან მივიღეთ ჰაერის ჭავლი ე.ი. მემბრანა პერფორირებულია. მაგრამ არსებობს ერთი სიტუაცია როდესაც მემბრანა პერფორირებულია, მაგრამ ჰაერი არ გამოდის ჭრილობიდან, ეს გახლავთ ან პოლიპომატოზური ჰაიმორიტის დროს ან მწეველი პაციენტის შემთხვევაში,  როდესაც მას ლორწოვანის ჰიპერპლაზია აქვს და ასეთ დროს ხდება პერფორაციული ხვრელის სარქველოვანი ობტურაცია. აი სწორედ ამ დროს ხდება ტესტის მეორე ნაწილის ჩატარება აუცილებელი. პაციენტს მოვიჭერთ ხელს ტუჩებზე, ანესთეზიის გამო ხშირად ისინი დამოიკიდებლად ტუჩებს ვერ კუმავენ და ვთხოვთ რომ ნაზად გაბეროს ლოყები ( აქაც აქცენტი სინაზეზე უნდა გაკეთდეს, გავითვალისწინოთ პაციენტების გულმოდგინება, ზოგი ისე ჩაბერავს ქსოვრელების ანსამბლის მეზურნე გეგონებათ და შეიძლება მემბრანა გახეთქოს) თუ კი მემბრანა პერფორირებულია პაციენტი ლოყებს ვერ გაბერავს, ჰაერის ჭავლს კი ვღებულობთ ცხვირიდან. აი სწორედ ეს პროცედურა იწვევდა კამათს. ავტორთა გარკვეული ნაწილი ამტკიცებდა რომ ლოყების გაბერვით პაციენტი ხელს შეუწყობს პირის ღრუში არსებული შესაძლო პათოგენური მიკრობების მიგრაციას ჰაიმორის ღრუში. მაგრამ ეს შესაძლებლობა იმდენად მიზერულია რომ იგი საბოლოოდ უგულველყოფილი იქნა.
მოკლედ ტესტი ჩავატარეთ. დავრწმუნდით რომ პერფორაცია არის და რას ვაკეთებთ!?

ვირჩევთ გაკერვის მეთოდიკას.

თუ კი პაციენტს ვესტიბულური მხრიდან რბილი ქსოვილების ბიოტიპი დამაკმაყოფილებელი აქვს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ლორწოვან-ძვლისსაზრდელას გახლეჩილი ნაფლეთი რათა დავხუროთ ჭრილობა.

Image

 

სურათზე წითელი ისრებით ვესტიბულური მხარეა აღნიშნული.

 

 

Image

უნდა გვახსოვდეს რომ ძვლისსაზრდელა უნდა გაისეროს ფუძესთან, სხვანაირად ნაფლეთი მობილური არ იქნება. ხშირად მინახია მცდელობა მოეჭიმათ ჭრილობაზე ნაფლეთი, რომელიც არ იყო მობილიზებული, ამით ჩვენ ვერც ჭრილობას დავხურავთ და ქსოვილების დაჭიმლობასაც მივიღებთ, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის ჭრილობის შეხორცებას.

სასურველია გაიკეროს აბრეშუმით, ვიკრილით ან ქრომირებული კეტგუტით ( ეს უკანასკნელი პირადად მე არ მიყვარს ). კვანძები უნდა დაედოს იმ გათვლით რომ ჭრილობა დროზე ადრე არ გაიხსნას, რაც ხშირად ხდება.

ასევე აღსანიშნავია რომ როგორც  სასის მხრიდან ასევე ვესტიბულური მხრიდან გადაადგილებული ნაფლეთის საქონტაქტო ზედაპირებზე უნდა მოხდეს ლორწოვანის დეეპითელიზაცია, სხვანაირად შეხორცების ეფექტს ვერ მივიღებთ.

ორო-ანტრალური პლასტიკის სხვა მეთოდებს შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.

როგორც იტყვიან არ გადართოთ დარჩით ჩვენთან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: