ჰაიმორის ღრუს ფსკერის პერფორაცია, ორო-ანტრალური სტომა და ექიმის ტაქტიკა № 3


ვაგრძელებთ ჩვენს დაწყებულ თემას

მეთოდი რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში თუ გარდამავალი ნაოჭი და რბილი ქსოვილების ბიოტიპი იქნება დამაკმაყოფილებელი. ანუ გარდამავალი ნაოჭი საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, ლორწოვანი სქელი ბიოტიპის და კუნთების მიმაგრების ადგილი არ უნდა გვიშლიდეს ხელს ამ მეთოდის ჩატარებისას.

 

Image

 

 

 ძირითადად ამ შემთხვევაში ვასრულებთ ფეხიანი ნაფლეთის ჩამოყალიბებას, ნაფლეთი გახლეჩვის მეთოდიკით შრევდება ( შეიძლება გამოყენებული იყოს 15 ან 15 c ) , პერფორაციული ხვრელის ირგვლივ მთლიანად ვაშორებთ ლორწოვანს ძვლისსაზრდელას შენარჩუნებით. ფეხიანი ნაფლეთის შემოტრიალების გზით გადავაადგილებთ მას და ვაკერებთ მთელს პერიმეტრზე. ზედა დონორული უბანიც მთლიანად იკერება.

 

Image

 

 

მეორე ვარიანტი V მაგვარი პლასტიკა სრული ნაფლეთით სრულდება უკბილო უბნის შემთხვევაში ანუ ამოღებული კბილის ჭრილობის მიმდებარედ ბევრი თავისუფალი ადგილი უნდა გვქონდეს.

როგორც ავღნიშნე განაკვეთი მოიცავს ყველა შრეს, ანუ ნაფლეთი არის სრული. მისი მობილიზაციის შემდეგ ხდება გადაადგილება პერფორაციული ხვრელისკენ და ყრუდ იკერება. ამ მეთოდს ის მინუსი გააჩნია რომ ნაფლეთის გადაადგილების შემდეგ გვრჩება დაუფარავი მეზობელი უბანი რომლის შეხორცებაც მეორადი დაჭიმულობით მიმდინარეობს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: