კბილის იმპლანტაცია, პაციენტი და პროფესიონალი ექიმი. პროფესიონალი?????


ამ სტატიის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე , რაც რამდენჯერმე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, განმეორდა ერთნაირი შემთხვევები. ცოტა შორიდან დავიწყებ.

კოლეგები დამეთანხმებიან, რომ დენტალური ანუ კბილის იმპლანტაცია საკმაოდ პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში. ამ მეთოდით არა მარტო პაციენტები დაინტერესდნენ არამედ გაიზარდა იმ ექიმების რაოდენობა, რომლებსაც სურთ იმუშაონ ამ მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია. რაც უფრო მეტი ექიმი დაინტერესდება სტომატოლოგიის ამ მიმართულებით, მით მეტ პოპულარობას განიცდის მეთოდი და მით ნაკლები დარჩება იმ ექიმების რაოდენობა, რომლებიც პაციენტებს აშინებენ იმპლანტაციით. გაგიგიათ ალბათ მითები და ზღაპრები ამ თემებზე. ძირითადად ის „ექიმები“ ავრცელებენ ზღაპრებს, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ დენტალურ იმპლანტაციაზე. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში შევნიშნე, რომ დენტალური იმპლანტაციის მომხრეთა შორისაც აღინიშნება უცოდინრობის, არაკომპეტენტურობის ფაქტები. რა ქნას საცოდავმა პაციენტმა?! რა გზას დაადგეს?! ერთნი აშინებენ, მეორენი ზღაპრებს უყვებიან, მესამენი თეორიული მხრიდან უკვე აქტიურ ფიზიკურ მოქმედებებზეც გადავიდნენ.

სიტუაცია: პაციენტმა ჩაიტარა დენტალური იმპლანტაციის ქირურგიული ეტაპი, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ ორთოპედიულ კონსტრუქციას სხვა კლინიკაში, სხვა ექიმთან გაიკეთებდა. თქვენს მონამორჩილს არც აქვს პრეტენზია რომ მეორე ეტაპის კეთებას მიჰყოს ხელი (მოგეხსენებათ მე ქირურგი გახლავართ ) , მაგრამ როდესაც გვერდით მყავს კომპეტენტური და საქმეში კარგად გარკვეული ორთოპედ-იმპლანტოლოგები, გაოცებული დავრჩი პაციენტის არჩევანით, თუმცა დეონტოლოგიის კანონებიდან გამომდინარე რა უფლება მაქვს რომ კოლეგაზე უარყოფითი გამოხმაურება გავაკეთო და თანაც დაკონკრეტებით ( თუმცა ამ სტატიაში სწორედ ამას ვაპირებ, მაგრამ განზოგადოებული ფორმით და არა სახელების და გვარების ჩამოთვლით ).

კარგად ინტეგრირებული ( პოპ: შეხორცებული ) იმპლანტებით და მათზე დაყენებული ღრძილის მანჟეტის მაფორმირებლებით პაციენტი წავიდა სხვა ექიმთან, სხვა კლინიკაში. არანაირად არ ვარ წინააღმდეგი რომ პაციენტი ასე მოიქცეს. მას აქვს უფლება აირჩიოს ექიმი. მაგრამ…….

გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ კლინიკიდან მირეკავენ ტელეფონზე და მეკითხებიან თუ რა დავაყენე ასეთი, რომ პაციენტს ხიდისებური კინსტრუქცია არ უმაგრდება, პირდაპირ დაიტანჯნენ ექიმიცა და პაციენტიც, ტექნიკი და კლინიკის ხელმძღვანელი არ დაგავიწყდეთ, ისინიც დაიტანჯნენ! ცოტა არ იყოს გაკვირვებული დავრჩი, მახსოვდა, მაგრამ მაინც გადავამოწმე სურათებში და დოკუმენტაციაში, რომ იმპლანტები პარალელურ რეჟიმში იდგნენ და თავიდანვე ვფიქრობდი რომ ორთოპედს სამუშაოს შესრულება უნდა გაადვილებოდა.

სამწუხაროდ კი მივიღე საყვედურები. ესეთი ზარი რმდენჯერმე განმეორდა. შემდგომ ამისა უკვე ჩემი კაბინეტის კარები განრისხებულმა პაციენტმა შემოაღო. თუმცა ჩემგან იგი თავის დროზე მადლობებითა და ღიმილით, საკმაოდ კამყოფილი წავიდა. ტექსტი დაახლოებით ესეთი იყო: „ეს რა გამიკეთეთ, დაიტანჯნენ , დავღალე ის პატიოსანი ხალხი, თვითონაც ამბობდნენ კახა ექიმს ეს რეები გაუკეთებიაო, ყოველდღე მივარდება ეს ხიდი, რამდენჯერ უნდა დამიცემენტონ?!“    ძალიან გაოცებული რომ დამინახა ცოტათი მოლბა. ვთხოვე დაბრძანებულიყო სავარძელში რომ დამეთავლიერებინა თუ რა პრობლემა ქონდა. როდესაც პაციენტმა პირი გამიღო აღმოჩნდა რომ ხიდისებური კონსტრუქციის ქვეშ მას ჩემი საცოდავი ღრძილის მანჟეტის მაფორმირებლები ეყენა, რომლებიც ექიმს პირის ღრუში ტურბინული ბორმანქანით დაუმუშავებია კიდეც……………….

რა თქმა უნდა თავი ძლივს შევიკავე რომ არ გამცინებოდა, ჩემმა ასისტენტმა ეს ვერ მოახერხა, მაინც გაეცინა, მაგრამ კიდევ კარგი პაციენტს ეს არ დაუნახია. რა უნდა მეთქვა. პაციენტს ხომ არ ვეტყოდი თქვენს ექიმს წარმოდგენა არა აქვს იმპლანტაციაზე მეთქი. ამიტომ მისი ექიმის ტელეფონის ნომერი გამოვართვი, კაბინეტიდან გამოვედი და დავურეკე. არ მინდოდა ჩვენი საუბარი პაციენტს მოესმინა ( მიუხედავად იმისა რომ კოლეგამ საკმაოდ შემამკო, ეს როგორ და რა დაუყენებიაო, გაიხსენეთ…). სატელეფონო საუბარი დიდხანს გაგრძელდა მე ვუხსნიდი თუ რა განსხვავებაა ღრძილის მანჟეტის მაფორმირებელს, ტრანსფერს ( რომლითაც ზომა უნდა აეღო ) და აბათმენტს ( რომელზეც გვირგვინი უნდა დაემაგრებინა ) შორის. ჩემი მონოლოგის დამთავრების შემდეგ ყურმილში გაისმა—– ეგ რაღაცეები რომ მოხსნათ და ცოტა უფრო დიდები და მაღლები დაუყენოთ არ შეგიძლიათ? მაშინ ჩვენც წესიერად ( მიაქციეთ ყურადღება „წესიერად“ ) დავაცემენტებდითო.

არ ვიცი ამის შემდეგ როგორ მოვიქცე. ესეთი შემთხვევების რიცხვმა 17-ს რომ მიუკაკუნა გადავწყვიტე სტატია დამეწერა.

ძვირფასო კოლეგებო!

 მე მივესალმები თქვენს სურვილს, რომ იმპლანტოლოგიაში იმუშაოთ, მაგრამ მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. საჭიროა სწავლა, სწავლა და სწავლა ( ლენინი არ გეგონოთ ).

გარდა ამისა მართებულად სწავლა და არა ხალხური თვითშემოქმედების დონეზე ზეპირმეტყველებით არამართებული მეთოდიკების  ერთმანეთზე  გადაცემა . ეს დამღუპველია. სწავლის პროცესი მოიცავს მასტერკლასებზე დასწრებას, აქ გავითვალისწინოთ რომ ძველსაბჭოური გამონათქვამი რომ „მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება“ არ გამოგადგებათ. მხოლოდ დასწრება არაფერს მოგვიტანს თუ არ მოხდა საკითხის ძირფესვიანად შესწავლა. გარდა ამისა სპეციალური ლიტერატურის წაკითხვა. გაუგებარი და გაურკვეველი საკითხების განხილვა უფროს და გამოცდილ კოლეგებთან. მართალია ზოგიერთი ზამთარში თოვლს არ მოგცემთ, მაგრამ ყველა ხომ ესეთი არ არის. კონგრესებზე და კონფერენციებზე დასწრება, ოღონდ იქედან რაღაც უნდა გამოიტანოთ ( ინტელექტუალურ-ინფორმაციული ტვირთი მაქვს მხედველობაში და არა დარიგებული ბეიჯიკები და საწერი კალმები ბლოკნოტებით. )

ეხლა კი თვალსაჩინოება მათთვის ვისაც უნდა სწავლა.

ImageImageImage

ღრძილის მანჟეტის მაფორმირებელი. არის სხვადასხვა ზომის ( როგორც დიამეტრში ასევე განსხვავებაა სიმაღლეში და ფორმაში ) ზოგიერთი მწარმოებელი უშვებს 2მმ – 7 მმ-დე სიმაღლის მაფორმირებლებს, დიამეტრი დამოკიდებულია იმპალნტის დიამეტრზე. ფორმები – სტანდარტული, ანატომიური და განიერი ( W ).

Image

ტრანსფერი არის ორი სახის დახურული და ღია მეთოდისთვის. გამოიყენება ზომის ასაღებად.

Image

აბათმენტი   არის პირდაპირი და კუთხისქვეშა. სხვადასხვა მწარმოებელი უშვებს სხვადასხვა კუთხის აბათმენტებს დაწყებული 15-დან, 25, 35, 45 გრადუსით. დიამეტრი დამოკიდებულია არსებული იმპლანტის დიამეტრზე.

პაციენტების საყურადღებოდ. ეცადეთ შეარჩიოთ კვალიფიციური ექიმი, კარგი კლინიკა  და ნუ დაუწყებთ დევნას ფასებს. საეჭვოდ დაბალი ფასების უკან ხშირად იმალება დაბალი კვალიფიკაცია და უხარისხო მასალა.

წარმატებებს გისურვებთ

2 Responses

  1. რომელ კლინიკაში მოგაკითხოთ?

    • კანდელაკის 5 კლინიკა vpdental ტელეფონი 2 38 60 81

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: