პირის ღრუს ჰიგიენა იმპლანტაციის დროს ( ავტორი ექიმი პაროდონტოლოგი ქ.მესხი )


Image

 

დღესდღეობით დენტალური იმპლანტაცია, თანამედროვე სტომატოლოგიის  ერთ-ერთი მიღწევა-კბილთა მწკრივის მთლიანობის აღდგენისა, სულ უფრო ფართოდ გავრცელებული მეთოდი ხდება  არა მარტო მთელ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც.

უნდა აღინიშნოს,რომ ძალიან ბევრი პაციენტი ფიქრობს,რომ თუ მას საკუთარი კბილების ნაცვლად უკვე ხელოვნური გვირგვინები და იმპლანტატები აქვს, მაშინ მას აღარ ემუქრება ქვებისა და ნადებების წარმოქმნა,რაც რა თქმა უნდა,მცდარი აზრია.

        რა უნდა იცოდეს პაციენტმა,როცა იგი ემზადება იმპლანტაციისთვის:

იმპლანტოლოგიური მკურნალობის წარმატებული შედეგი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული:ქირურგიული მეთოდიკა,იმპლანტატის ბიოთავსებადობა, მისი ინტეგრაცია გარემომცველ ქსოვილებთან და სხვა. პირის ღრუს აგრესიულმა მიკროფლორამ შესაძლოა გამოიწვიოს იმპლანტატის გარშემო ქსოვილებში პათოლოგიური რეაქციები და უარყოფითად იმოქმედოს მის ინტეგრაციაზე. აქედან გამომდინარე, ანთებითი პროცესის პროფილაქტიკა უმნიშველოვანესი საკითხია იმპლანტაციის ყველა ეტაპზე.
დასაწყის ეტაპზე,როცა პაციენტი ემზადება იმპლანტაციისთვის,ექიმმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს შემდეგი საკითხები:

1.რამდენად ერკვევა პაციენტი პირის ღრუს ინდივიდუალური მოვლის საკითხებში და რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მას. იმიტომ, რომ თუ პაციენტის პირის ღრუს ჰიგიენა არაა დამაკმაყოფილებელი და პაციენტი არაა მზად, შეცვალოს მიდგომა ამ საკითხისადმი, მაშინ ამ დროს ექიმმა უნდა განუმარტოს მას ყველა შესაძლო არასასურველი მომენტი და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები. აქედან გამომდინარე, ყველა პაციენტს, რომელიც ემზადება იმპლანტაციისთვის, უნდა ჩაუტარდეს პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა.

2.აუცილებელია  ჩვენების შემთხვევაში, ჩატარდეს კონსულტაცია ექიმ-პაროდონტოლოგთან, რათა მოხდეს არსებული გინგივიტის თუ პაროდონტიტის მკურნალობა და პაციენტი განეწყოს, იმპლანტაციის შემდეგ პროფილაქტიკურ დათვალიერებებზე ვიზიტებისთვის, რადგანაც იმპლანტატის მეზობელ უბნებზე ანთებითი პროცესის არსებობა საფრთხეს უქმნის იმპლანტატსაც და მის შემდგომ ექსპლოატაციის ვადებს არა მხოლოდ ამცირებს, არამედ ზოგ შემთხვევაში, იწვევს იმპლანტატის დაკარგვასაც.

        სტომატოლოგიური იმპლანტაციის ქირურგიული ეტაპები, ისევე როგორც სხვა ქირურგიული მანიპულაციები პირის ღრუში, დაკავშირებულია  ოპერაციის შემდგომ ჭრილობის ინფიცირების საშიშროებასთან, ამიტომ წინასაოპერაციო პერიოდში ექიმის მოვალეობაა, შეამციროს ბაქტერიული გართულებების რისკი.

     მრავალწლიანმა დაკვირვებებმა დაადასტურა რომ მიკრობული ნადები, როგორც რბილი, ასევე მინერალიზებული ქვებიც, გროვდებიან  ხელოვნურ გვირგვინებზეც და იმპლანტატის ყელზეც ( აბათმენტი ) , რაც შემდგომში მიმდებარე ღრძილის და მძიმე შემთხვევებში, იმპანლანტატის გარემომცველი ძვლოვანი ქსოვილის ანთებას იწვევს, ვითარდება მუკოზიტი და შემდგომ პერიიმპლანტიტი, რასაც იმპლანტატის დაკარგავმდეც კი მივყავართ, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური და ადრეული სამკურნალო ღონისძიებანი, რათა თავიდან ავირიდოთ არასასურველი შედეგები.

       იმპლანტაციის შემდგომ ეტაპზე აუცილებელია პროფესიული და ინდივიდუალური ჰიგიენის მიზანმიმართული ჩატარება და დაგეგმვა:

-პროფესიული ჰიგიენა:

          პირველ წელს-იმპლანტებზე პროთეზირების შემდეგ ერთი თვის შემდეგ და შემდგომ ყოველი 3-6 თვის შემდეგ.

          მეორე წელს-6 თვეში ერთხელ.

        ამასთან,პაციენტს უნდა განემარტოს,რომ ის ინსტრუმენტები და აპარატურა,რომელიც ნადებების და ქვების მოსაცილებლად გამოიყენება ჩვეულებრივ შემთხვევაში,იმპლანტატებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

-ინდივიდუალური ჰიგიენა:

       თითოეული პაციენტისთვის კბილის ჯაგრისის, პასტის და სხვა საშუალებების შერჩევა და      რეკომენდირება ასევე ექიმ-ჰიგიენისტის ან პაროდონტოლოგის პრეროგატივაა.

          პაციენტს უნდა განემარტოს,რომ იმპლანტაციის შემდეგ,ზოგიერთი სახის ჰიგიენური საგნების და საშუალებების გამოყენება,ექიმის რეკომენდაციის გარეშე,თვითნებურად დაუშვებელია.

      თითოეულმა პაციენტმა უნდა იცოდეს,რომ იმპლანტატის გარემომცველი ქსოვილების სიჯანსაღე განაპირობებს იმპლანტატის  „სიცოცხლისუნარიანობას“  ხანგრძლივი დროის განმავლობაში და იმპლანტაციის შემდგომი პროთეზირების ფუნქციური და ესთეტიური შედეგების სტაბილურობას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: