კბილების იმპლანტაცია ყველაზე მთავარი საკითხები №2 (ავტორი – ექიმი იმპლანტოლოგი ბახტინოვი ა.ა. თარგმანი – ექიმი იმპლანტოლოგი კ.გურგენიძე )


Image

 

ვინ აღმოაჩინა ოსტეოინტეგრაცია

დენტალური იმპლანტაცია – ეს არის დაკარგული კბილების შეცვლა ხელოვნური კბილებით, დენტალური იმპლანტების გამოყენების გზით, რომლებიც ჩაინერგება ადამიანის ყბის ძვლოვან სტრუქტურაში. ამ მეთოდიკას საფუძვლად ოსტეოინტეგრაციის თეორია უდევს, რომლის აღმოჩენა  ბანალურ შემთხვევითობასთანაა დაკავშირებული. გასული საუკუნის 50-იან წლებში შვეიცარიელმა პროფესორმა ინგვარ ბრანემარკმა შემთხვევით აღმოაჩინა ტიტანის ძვალთან „შეხორცების“ უნიკალური თვისება. გამოკვლევისას მან ბოცვერს ძვლოვან ქსოვილში  ჩაუნერგა ტიტანის კაფსულა, რომლის შემდგომ ამოღებაც ვეღარ შეძლო. აი ასე აღმოაჩინეს ტიტანის უნიკალური თვისება – ოსტეოინტეგრაცია. სტომატოლოგებმა სწრაფად აუღეს ალღო ამ ახალ აღმოჩენას და ადენტიის მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდიკაში დანერგეს.

ყველაზე პირველი პაციენტი ვისაც ტიტანის ხელოვნური ფესვები გაუკეთეს იყო უბრალო დურგალი გიუსტა ლარსონი, რომელსაც სტომატოლოგიური პრობლემები ბავშვობიდანვე აწუხებდა, ხოლო ზრდასრულ ასაკში კი კბილები საერთოდ დაკარგული ქონდა. მას არ შეეძლო ნორმალური მეტყველება და კვება,  ღიმილის უფლებასაც ვერ აძლევდა საკუთარ თავს. სწორედ ამან გადააწყვეტინა გამოეცადა საკუთარ თავზე ეს ახალი მეთოდი. მიუხედავად იმისა რომ იმ პერიოდში ეს მეთოდიკა დახვეწილი არ იყო, გიუსტა ლარსონმა თავის ხელოვნური კბილებით მთელი თავისი ცხოვრება ისარგებლა, რითაც დაამტკიცა ამ მეთოდიკის ეფექტურობა. მაგრამ სანამ დენტალური იმპლანტაცია მიიღებდა მასიურ სახეს, პროფ.ბრანემარკს მოუწია საკმაოდ რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზის გავლა.

Image

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: