კბილების იმპლანტაცია ყველაზე მთავარი საკითხები №3 (ავტორი – ექიმი იმპლანტოლოგი ბახტინოვი ა.ა. თარგმანი – ექიმი იმპლანტოლოგი კ.გურგენიძე )


Image

 

 

რატომ არ ხდება ორგანიზმის მიერ კბილის იმპლანტების უცხო სხეულად აღქმა და მათი გამოძევება

ეს კითხვა ძალიან ბევრი პაციენტისთვის ამაღელვებელია, რამეთუ უმეტესობას სწორედ ეს აშინებს. საიდუმლო სწორედ იმ მასალის შემადგენლობაშია რომლისგანაც მზადდება დენტალური იმპლანტები, ეს გახლავთ ტიტანი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ამ მასალის სიმსუბუქის გამო მას სახელი შეურჩიეს ფერიათა დედოფლის ტიტანიის საპატივცემლოდ      ( უ.შექსპირი „ ზაფხულის ღამის სიზმარი“ ). ყველაზე მთავარი ტიტანში ის არის რომ იგი ადამიანის ორგანიზმის მიერ არ აღიქმება როგორც უცხო სხეული და აქედან გამომდინარე არ ხდება მისი გამოძევება. დღეს დენტალური იმპლანტაცია იმ სტადიაზეა როდესაც ეს ფაქტი უკვე არავის ეჭვს არ იწვევს.  ამასვე ადასტურებს მსოფლიო სტატისტიკის მონაცემები – 95-99% იმპლანტაციებისა არის წარმატებული.

თანამედროვე იმპლანტოლოგიისთვის უფრო მთავარი ასპექტი გახლავთ ვადების შემცირების, პროცედურების გაადვილების და ნაკლებინვაზიურობის პრობლემების გადაჭრა. თანამედროვე მედიცინის მიღწევები უკვე საშუალებას გვაძლევს რომ დენტალური იმპლანტაცია ჩავაყენოთ ჩვეულებრივი სტომატოლოგიური სამკურნალო პროცედურების მწკრივში. პაციენტის ცხოვრების სტილი დენტალური იმპლანტაციის ჩატარების შემდეგ არ იცვლება, მას შეუძლია გააგრძელოს თავისი საქმიანობა და სრული ცხოვრებით იცხოვროს. მთავარი აქ ის არის რომ იმპლანტები არა მარტო უხორცდებათ ( ინტეგრირდება ) არამედ ემსახურებათ პაციენტებს მთელი ცხოვრების მანძილზე.

Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: