კბილების იმპლანტაცია ყველაზე მთავარი საკითხები №1 (ავტორი – ექიმი იმპლანტოლოგი ბახტინოვი ა.ა. თარგმანი – ექიმი იმპლანტოლოგი კ.გურგენიძე )


Image

 

 

კაცობრიობას ყოველთვის აღელვებდა ადენტიის პრობლემა ( კბილების უქონლობა ). რითი არ ცდილობდნენ ნაკლული კბილების ჩანაცვლებას: გამოყენებული იყო მოლუსკების ნიჟარები, ცხოველების ძვლებისა და სხვა ქსოვილების ნაწილები…… მაგრამ ყოველივე ეს ალბათ პროთეზირებას უფრო ეხება, აი იმპლანტაციის პირველი მცდელობა კი XVIII  საუკუნეშიმოხდა, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ დამთავრდა. მხოლოდ ასწლეულების შემდეგ შვეიცარიელმა პროფესორმა ბრანემარკმა ჩაატარა პირველი ხელოვნური კბილის ჩანერგვა. და აქ დაიწყო…….

 

კბილების უქონლობის პრობლემა: მითები და სინამდვილე

„ ისაუბრე, ჭამე და გაიღიმე თამამად“ – ასე ჟღერს ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის სლოგანი, ეს კომპანია გვთავაზობს სპეციალურ ჟელეს,  რომელიც აფიქსირებს მოსახსნელ პროთეზსს პირის ღრუში. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ერთადერთი პრობლემაა, რომელიც აწუხებს პაციენტს , ძალიან ცდებით. კბილების ნაწილობრივი ან მთლიანი უქონლობა ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. პირველ რიგში ეს ეხება საკვების ათვისებას: შეუძლებელია სრულფასოვნად ჩაკბეჩვა ან დაღეჭვა. აქ რა თმა უნდა საუბარი არ არის ერთი ან ორი კბილის უქონლობაზე, მაგრამ თუნდაც ესეთი მცირე ნაკლოვანებაც კი ნამდვილ წამებად გადააქცევს საკვების მიღების პროცესს. ამის გარდა აღსანიშნავია ფონეტიკური  და თანკბილვის პრობლემები, რომ;ებსაც ნელ-ნელა მივყავართ გნათოლოგიურ დარღვევებთან.

კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი – ესთეტიკა. კბილის დაკარგვის შემდეგ ძვალი აღარ განიცდის დატვირთვას და ნელ-ნელა განილევა ( ძვლის რეზორბცია ), რაც ხშირად ხდება სახის კონფიგურაციის შეცვლის მიზეზი: ტუჩების ჩავარდნა, ცხვირ-ტუჩის და ნიკაპის ნაოჭები მკვეთრად გამოხატულია, პირის კუთხეები ჩამოინაცვლებს ქვემოთ, სახის ქვედა მესამედი მცირდება და ყელზე ჩნდება ნაოჭები. გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური ასპექტებიც. არ არის აუცილებელი რომ პიროვნება იყოს მსახიობი ან ტელეწამყვანი, პოლიტიკოსი და ნებისმიერი სხვა ცნობადი სახე, რომელთაც ხშირად უწევთ სახალხო გამოსვლები, მაგრამ ნაცნობ მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობას ხომ ვერ გამოვრიცხავთ ცხოვრების წესიდან. ნებისმიერ შემთხვევაში თუ თქვენ ხმარობთ მოსახსნელ პროთეზსს, ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ მან საკმაოდ გაუთვალისწინებელ მომენტებში უხერხულობა შეგიქმნათ .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: