დენტალური ანუ კბილის იმპლანტაცია


სრული ადენტიის ( უკბილობის )  შემთხვევაში  მწკრივის სრული აღდგენა შესაძლებელია ტოტალური იმპლანტაციის გზით , ანუ ფორმულა ესეთია „ერთი იმპლანტი – ერთი კბილი“. ამ მეთოდიკის მიხედვით ერთ ყბაზე 14 ერთეული იმპლანტი უნდა ჩავნერგოთ  რათა პაციენტს 14 კბილი ქონდეს, შესაბამისად ორივე ყბაზე 28 ( მოგეხსენებათ მე-8 კბილების აღდგენა საჭიროა არ არის ).  მაგრამ ესეთი მეთოდი ყველა პაციენტს არ მიესადაგება, რამეთუ საჭიროებს დიდი რაოდენობით ძვლოვან რესურსს, რაც სამწუხაროდ ყოველთვის არ გვაქვს. რა თქმა უნდა შესაძლებელია ძვლოვანი პლასტიკის განხორციელება, აუგმენტაცია, სინუსლიფტის ოპერაციების ჩატარება და ა.შ. მაგრამ ესეც საკმაოდ რთული შემთხვევებია. არის თუ არა გამოსავალი ასეთი მდგომარეობიდან ? რა თქმა უნდა გამოსავალი  არსებობს,  თუ კი თვით პაციენტი იქნება მოტივირებული რომ მივმართოთ უფრო მარტივ გზას, მაშინ შესაძლებელია შევამციროთ საყრდენი წრტილების რაოდენობა, რასაც შესაბამისად მოყვება საპროთეზო კონსტრუქციების მოდელების სხვადასხვანაირი მოდიფიკაციები.

Image

 

ხიდისებური კონსტრუქციები იმპლანტებზე

ესთი მეთოდიკა ჩვეულებრივი ხიდისებური კონსტრუქციების ანალოგიურია იმ განსხვავებით რომ საყრდენ წერტილებად გამოიყენება არა საკუთარი პრეპარირებული ( დამუშავებული ) კბილები არამედ იმპლანტები. ასეთი ხიდისებური კონსტრუქციისთვის გამომდინარე კლინიკური სიტუაციიდან ქვედა ყბაზე საკმარისია 6-8 იმპლანტი, ხოლო ზედა ყბაზე  7-10 იმპლანტი.ყოველი ყბისთვის  კბილების რაოდენობა ვარირებს 12-დან 14 -მდე. კონსტრუქცია ფიქსირდება იმპლანტებზე ცემენტის ან ჭანჭიკების საშუალებით. ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე მისაღები და კარგი გამოსავალია, თუ კი ხელს გვიწყობს კლინიკური მონაცენები და ფინანსური მხარდაჭერა. მეთოდი უზრუნველყოფს სრულფასოვან ფუნქციონირებას.

Image

პირობით მოსახსნელი კონსტრუქციები

გარკვეული კლინიკური სიტუაციებისას, თუ არ გამოვიყენებთ დამატებით ოპერაციებს, რათა შევქმნათ სასურველი ძვლოვანი რესურსი შეუძლებელი იქნება დიდი რაოდენიობით იმპლანტების ჩანერგვა. ამ შემთხვევებშიც არსებობს გამოსავალი.  შეიძლება გამოყენებული იქნეს 4 საყრდენი წერტილი იმპლანტების სახით, რომლებზეც მაგრდება სპეციალური კონსტრუქცია პირობით მოსახსნელი პროთეზისთვის. პირობით მოსახსნელი კონსტრუქცია პაციენტებში ხშირად ეჭვს იწვევს, მათ არ უნდათ ქონდეთ არაფერი რაც იქნება მოსახსნელი, მაგრამ ხმარების შემდეგ უკმაყოფილების პროცენტი დადის 0-მდე, ეს კონსტრუქცია ბოლო პერიოდში მისი უბრალოების, მაღალი ჰიგიენური მაჩვენებლის და საიმედოობის გამო  სულ უფრო მეტ პოპულარიზაციას განიცდის.

ასევე შესაძლებელია პირობით მოსახსნელი კონსტრუქცია ქვედა ყბაზე გაკეთდეს მხოლოდ 2 საყრდენ წერტილზე ანუ 2 იმპლანტზე სპეციალური სამაგრი საშუალებების გამოყენებით.

Image

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ ესეთი კონსტრუქციები ძალიან ჰიგიენურია, რამეთუ პაციენტს შეუძლია მოიხსნას კონსტრუქცია ექიმის დახმარების გარეშე და გაწმინდოს იგი სპეცსაშუალებებით. იმ პერიოდში კი როდესაც ანიშნული კონსტრუქცია ფუნქციონირებს ანუ იმყოფება დაფიქსირებულ მდგომარეობაში პირის ღრუში, მის მფლობელს არა აქვს დისკომფორტი და არ იმყოფება დაძაბულ მდგომარეობაში იმის შიშით რომ საპროთეზო კონსტრუქცია იმოძრავებს ან მოძვრება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: