ალერგია სტომატოლოგიაში 1


სტომატოლოგების და ასევე პაციენტების უყურადღებო დამოკიდებულებამ ალერგიის მოვლენებთან დაკავშირებით გადამაწყვეტინა ამ სტატიის გამოქვეყნება. დაინტერესების შემთხვევაში სტატიის გაგრძელებაც გამოქვეყნდება.

ალერგია მედიკამენტებზე

განსაზღვრება: მედიკამენტის ორგანიზმში მოხვედრაზე  გამოხატული  პათოლოგიური რეაქცია, რომელიც დაფუძნებულია იმუნოლოგიურ მექანიზმებზე.

კლასიფიკაცია:

სისტემური რეაქციები

  1. ანაფილაქსიური შოკი;
  2. ვასკულიტი;
  3. შრატისმიერი დაავადება;
  4. მედიკამენტოზური ციება;
  5. აუტოიმუნური დაავადებები;
  6. კომპლექსური მულტისისტემური რეაქციები;

 

ორგანული რეაქციები

  1. კანისა და ლორწოვანის რეაქციები;
  2. ჰემატოლოგიური რეაქციები;
  3. ცალკეული ორგანოების და იმუნური სისტემის დაზიანებები;

 

ეტიოლოგია        

სტომატოლოგიაში ალერგიული რეაქციები მრავალმხრივ გამოვლინდება, როგორც სისტემური ხასიათის ( ანაფილაქსიური შოკი ) ასევე ადგილობრივი გამოხატულების ( სტომატიტი, ქეილიტი, შეშუპება…)  შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა მედიკამენტების, მათ შორის საბჟენი და საპროთეზო მასალების გამოყენების დროს.

პათოგენეზი

მედიკამენტები რომელთა შემადგენლობაშიც შედის: ცილები, ლიკოპროტეინები, ლიპოპოლისაქარიდები, პოლისაქარიდები და ა.შ. მოქმედებენ როგორც სრული ანტიგენი და სენსიბილიზაციის ინდუცირებას ახდენენ. მედიკამენტების უმეტესობა კი უბრალოდ ქიმიური ნივთიერებებია ანუ არასრული ანტიგენია. მედიკამენტური ალერგიის ჩამოსაყალიბებლად არასრული ანტიგენი უნდა შეუერთდეს ორგანიზმში გამომუშავებულ ცილას. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იგი გადის გარდაქმნის სამ სტადიას.

პირველი საფეხური: მედიკამენტის გარდაქმნა ჰაპტენად, რომელსაც აქვს უნარი რეაქციაში შევიდეს  ცილებთან. მედიკამენტების უმეტესობა ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ განიცდის აღდგენით ან მჟავე რეაქციების გავლენას, ანდა ფერმენტატიულ გარდაქმნებს. თუ საბოლოოდ მედიკამენტის ბიოტრანსფორმაციის შედეგად მივიღეთ ნივთიერება რომელსაც შეუძლია შეუერთდეს ორგანიზმის ცილას, მაშინ ჩვენ ვღებულობთ სენსიბილიზაციის წინაპირობას.

პრეპარატის პირველადი სტრუქტურა ნაკლებ სახიფათოა სენსიბილიზაციის ჩამოყალიბებისთვის ვიდრე აღწერილი მეტაბოლიური ცვლილებები. სამწუხაროდ ზუსტი მონაცემები ყველა გამოყენებული მედიკამენტის ბიოტრანსფორმაციაზე არ მოიპოვება, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ალერგიის სრულ დიაგნოსტიკასა და პროფილაქტიკას.

მხოლოდ რამდენიმე მედიკამენტი უერთდება ცილას უცვლელი სახით, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სენსიბილიზაციის განვითარებას. ეს მედიკამენტებია: ლევომიცეტინი, ერითრომიცინი, ტეტრაციკლინი, აცეტაზოლამიდი,ჰიდრიქლოროტიაზიდი და ა.შ.

მეორე საფეხური: ჰეპტენის ორგანიზმის ცილასთან კონიუგაცია, რის შედეგადაც ყალიბდება სრული ანტიგენი. კონიუგაცია დამოკიდებულია ჰაპტენის რეაქტოგენურობაზე. სენსიბილიზაციას იწვევენ ძირითადად ის პრეპარატები რომლებსაც შესწევთ უნარი თავიანთი გვერდითი ჯაჭვებით მყარი ქიმიური კავშირი დაამყარონ ცილებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამინო-, ნიტრო-, აზოტ-  და კარბომინჯგუფური ჰაპტენები.

ჰაპტენის რეაქტოგენურობასთან ერთად დიდ როლს ასრულებს ასევე ორგანიზმის ცილების უნარი სწრაფად და მყარად შეასრულონ კონიუგაცია. სხვადასხვა ცილებს ამის სხვადასხვანაირი უნარი აქვთ. ეს უნარი ყველაზე კრგად აქვთ გამოხატული ანთებითი პროცესების დროს ექსუდაციურ ცილებს. ცნობილია რომ სხვადასხვა მალამოები და პუდრები ხშირად იწვევენ სენსიბილიზაციას მაშინ თუ ისინი მოთავსებული იქნა ანთებით ზედაპირებზე, სწორედ ამ დროს რეაქციაში შედიან დაზიანებული ქსოვილების დაშლილი უჯრედების ცილები. ალერგიული რეაქციების გამოხატულების ზონებისთვის წამყვან როლს ასრულებენ ცილები, რომლებიც გამოირჩევიან ორგანოსპეციფიურობით .  ალერგიის კლინიკური ფორმების სიმრავლე სწორედ გამოწვეულია კონიუგაციის გზების მრავალფეროვნებით, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია მედიკამენტების ბიოტრანსფორმაციის გზების რთულ მეტაბოლიზმთან.

მესამე საფეხური:

სენსიბილიზაცია, ანუ ორგანიზმის რეაქცია კონიუგაციის შედეგზე. ამ რეაქციას შეიძლება ქონდეს სხვადასხვა სპეციფიკა. თუ სპეციფიკა დაკავშირებულია რაიმე ქიმიურ სტრუქტურასთან, მაშინ შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი სენსიბილიზაცია.

მაგ: თუ პაციენტს აღენიშნება სენსიბილიზაცია სულფანილამიდების ბენზოინის რგოლზე, მაშინ არ არის გამორიცხული რომ მას ქონდეს ასევე ალერგია კვებით კრისტალებზე ან ნოვოკაინზე სადაც ბენზოინის რგოლი გვხვდება.

თუ სპეციფიურობა დაკავშირებულია მოლეკულის კონფიგურაციასთან ან მთლიანად მეტაბოლიტთან, მაშინ რეაქცია მკაცრად სპეციფიურია.

სპეციფიურობა რომელიც დამოკიდებულია კონიუგატის ცილოვან ნაწილთან, შეიძლება იყოს ტესტების უარყოფითი პასუხის ახსნა, აშკარად გამოხატული ალერგიული რეაქციების დროს.

დაინტერესების შემთხვევაში გაგრძელება იქნება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: