ალერგია სტომატოლოგიაში 2


ალერგიული რეაქციის განვითარებაში აღსანიშნავია სამი სტადია

პიეველი სტადია: იმუნოლოგიური, იგი იწყება სპეციფიურ ანტისხეულთან ან სენსიბილიზირებულ ლიმფოციტთან ანტიგენის ხელმეორე კონტაქტის დროს. აღსანიშნავია რომ სპეციფიური ანტისხეული და სენსიბილიზირებული ლიმფოციტი ყალიბდება პირველადი კონტაქტის შემდეგ. სპეციფიურ ანტისხეულთან ( igE, igG ), რომელიც ფიქსირებულია სამიზნე უჯრედების ზედაპირზე, ურთიერთქმედებისას ალერგენი აყალიბებს ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსს ( არტიუსის ფენომენი ), რომელიც იწვევს მათ აქტივაციას.

სენსიბილიზირებულ ლიმფოციტებთან ურთიერთქმედებისას ალერგენი ასევე იწვევს მათ აქტივაციას.

მეორე სტადია: პათოქიმიური, ეს არის სამიზნე უჯრედებისა და სენსიბილიზირებული ლიმფოციტების აქტივაციის რეზულტატი. ხდება უჯრედების დეგრანულაცია და ანთების მედიატორების ( ლიზოსომური ენზიმების,ჰისტამინი, სეროტონინი, ბრადიკინინი და ა.შ. ) გამონთავისუფლება. სენსიბილიზირებული ლიმფოციტები გამოყოფენ სხვადასხვა ლიმფოკინებს და მონოკინებს.

მესამე სტადია: პათოფიზიოლოგიური, ორგანოებზე და ქსოვილებზე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ( ალერგიის მედიატორების ) დამაზიანებელი ზემოქმედება. ეს უკვე არის ალერგიის კლინიკური გამოვლინების სტადია. ლოკალიზაციიდან გამომდინარე ახასიათებს სხვადასხვა სიმპტომები: სისხლის მიმოქცევის მოშლა, ბრონქების და ნაწლავების გლუვი კუნთების სპაზმი, სისხლის შედედების მაჩვენებლის ცვლილება, სისხლის შრატის შემადგენლობის ცვლილება, უჯრედების ციტოლიზი, ქსოვილების ფერმენტული დაზიანება, მათ შორის პირის ღრუს ქსოვილების დაზიანება………… 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: