ალერგია სტომატოლოგიაში 3 (გაგრძელება )


ჯელისა და კუმბსის კლასიფიკაციის მიხედვით ალერგიული რეაქციები ოთხ  ძირითად ტიპად იყოფა. თუმცა აღსანიშნავია, რომ გვხვდება კომბიანციებიც, მოგეხსენებათ ცოცხალი კლინიკური სურათები ყოველთვის ჰაიდლაინებში გაწერილი სქემის მიხედვით არ მიმდინარეობს.

1-ლი  ტიპის რეაქცია

ალერგენის ორგანიზმში პირველადი მოხვედრის დროს იწვევს IgE და IgG სინთეზს, რომლებიც თავის მხრივ სწრაფად ფიქსირდებიან იმ უჯრედების ( მაგ: ბაზოფილების ) მემბრანაზე, რომლებიც მდიდარი არიან აქტიური ნივთიერებებით. ალერგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედება კომპლემენტის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. კლინიკურად ამ ტიპის რეაქცია გამოვლინდება ანაფილაქსიური შოკით, შეშუპებით, ბრონქიალური ასთმის შეტევით, რინიტით, კონიუქტივიტით, ჭინჭრის ციებით.

მე-2 ტიპის რეაქცია

მის საფუძველს წარმოადგენს ანტიგენის საწინააღმდეგოდ ანტისხეულის ( კერძოდ IgG ) გამომუშავება. ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსის ჩამოყალიბება, რომელიც მოთავსებულია უჯრედის მემბრანაზე, იწვევს აღნიშნული უჯრედის დაზიანებას კომპლემენტის სისტემის აქტივაციის ხარჯზე, ხანდახან აქ დიდ როლს ასრულებენ აქტივირებული მაკროფაგები. ამ პროცესში გარკვეულ როლს ასრულებს უჯრედის ანტისხეულდამოკიდებული ციტოტოქსიურობა, როდესაც ხდება შეტევა გრანულოციტებზე, მონოციტებზე და T-ქილერებზე. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, როგორებიცაა ლიზოსომური ფერმენტები, კომპლემენტის ფრაგმენტები და ა.შ. ამ რეაქციაში მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ.

ამ რეაქციის მაგალითად გამოდგება სისხლის გადასხმისას ჯგუფების შეუთავსებლობის შემთხვევაში განვითარებული მოვლენები ან მედიკამენტური ალერგია. ჰაპტენები ფიქსირდებიან რა სისხლის უჯრედების ზედაპირებზე, ანიჭებენ მათ უცხოსხეულის თვისებას და ხელს უწყობენ სპეციფიური ცირკულირებადი ანტისხეულების ჩამოყალიბებას. სწორედ ეს ანტისხეულები კომპლემენტის სისტემის მონაწილეობით უერთდებიან შესაბამის ანტიგენებს უჯრედის ზედაპირზე. სწორედ ამ ტიპის რეაქციაა აგრანულოციტოზის და თრომბოციტოპენიის საფუძველი.

მე-3 ტიპის რეაქცია

გამოწვეულია ცირკულირებადი იმუნური კომპლექსებით, რომელთა დაგროვება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ანტიგენის ასევე ანტისხეულის დიდმა რაოდენობამ. განსაკუთრებული პათოგენურობით გამოირჩევა შემთხვევა ანტიგენის ჭარბი რაოდენობით. ასეთი ცირკულირებადი იმუნური კომპლექსები შეიძლება ჩამოყალიბდეს იმ შემთხვევაში როდესაც მიკრობი ორგანიზმში ხანგრძლივად იმყოფება და ამავე დროს ჰუმორალური იმუნიტეტის ნაკლებობაა. ასეთ ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსებს შესწევთ უნარი დაფიქსირდნენ ქსოვილებში ბაზალურ მემბრანებზე, გამოიწვიონ თრომბოციტების აგრეგაცია და შესაბამისად ამას მოყვება მიკროთრომბების ჩამყალიბება. სისხლის ნაკადში დიდი რაოდენობით ალერგენის მოხვედრამ შესაძლებელია გამოიწვიოს იმუნური კომპლექსების მხრივ მიოკარდის, თირკმლის, სახსრების და ა.შ.  კაპილარების დაზიანება. ამ რეაქციის პათოქიმიურ სტადიაზე ხდება კომპლემენტის ანუ ლიზოსომური ფერმენტების ( რომლებიც იმუნური კომპლექსის ფაგოციტოზის  შედეგია )  აქტივაცია. ქინინები, რომ;ებიც იწვევენ კაპილარების კედლების შეღწევადობის ზრდას, იწვევენ ლეიკოციტების ქემოტაქსისს, ბრონქების გლუვი კუნთების სპაზმს და ა.შ. ჰისტამინი და სეროტონინი ამ რეაქციაში მეორად როლს ასრულებენ. გამიხატება შრატისმიერი დაავადებით, მედიკამენტური და კვებითი ალერგიით, აუტოალერგიული დაავადებებით, წითელი მგლურათი, ჰემორაგიული ვასკულიტით, გლომერულონეფრიტით და ა.შ. კომპლემენტის მკვეთრად გამოხატული აქტივაციის შემთხვევაში შესაძლებელია ანაფილაქსიური შოკიც.

მე-4 ტიპის რეაქცია

შენელებული ხასიათის ჰიპერმგრძნობელობის გამოხატულება. იგი პირველი სამი ტიპისგან განსხვავდება არა მარტო ალერგენის მეორად შეყვანაზე შენელებული ტიპის რეაგირებით, არამედ განვითარების სხვანაირი იმუნოლოგიური  მექანიზმითაც. იგი არის გამოწვეული ანტიგენის და სენსიბილიზირებული ლიმფოციტების ურთიერთქმედებაზე უჯრედული იმუნიტეტის მექანიზმის არაადეკვატური ფუნქციონირებით და საპასუხო რეაქციით. შენელებული ტიპის რეაქციის მაგალითისთვის გამოგვადგება მანტუს რეაქცია, როდესაც ტუბერკულინის შეყვანაზე ხდება ხსნადი მედიატორების ( ლიმფოკინების ) ინტესიური გამოსროლა, რასაც თავის მხრივ მივყავართ ერითემის და პაპულის ჩამოყალიბებამდე ( მაქსიმუმს იგი აღწევს 24-48 საათის შემდეგ ). ალერგენთან კონტაქტის მიდამოში თავს იყრის მაკროფაგები და ლიმფოციტები. თუ ორგანიზმი ვერ მოერია ინფექციას, ყალიბდება პაროდოქსული სიტუაცია: მაკროფაგები რომელთა მემბრანაზეცაა ექსპონირებული ბაქტერიული ანტიგენი, ნადგურდებიან ნორმალური T-ქილერების მიერ, ყალიბდება ანთების პროდუქციული ფორმა, გრანულომის შექმნით, მისი შემდგომი ნეკროზით და სკლეროზირებით.

შენელებული ტიპის ალერგიული რეაქცია წარმოადგენს ინფექციურ-ალერგიული დაავადებების, ტრანსპლანტანტის გამოძევების პროცესის, კონტაქტური დერმატიტების და სტომატიტების  საფუძველს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რექციების ტიპები ითვლება ჭეშმარიტ ალერგიულ რეაქციებად, რამეთუ მათი განვითარების საფუძველი იმუნოლოგიური მექანიზმია.

( გაგრძელება იქნება )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: