ალერგია სტომატოლოგიაში 4 ( გაგრძელების გაგრძელება )


არსებობს ცრუ და ფსევდოალერგიული რეაქციები. მათ მიეკუთვნება პროცესები , რომლებიც გარეგნული კლინიკური სურათით და მიმდიანარეობით გავს ალერგიულ რეაქციას, მაგრამ მათ განვითარებაში იმუნური მექნიზმები არ არის ჩართული.

ფსევდოალერგიული რეაქცია ეს არის პროცესი რომელიც გავს ჭეშმარიტ ალერგიულ რეაქციას მაგრამ არ გააჩნია იმუნოლოგიური სტადია.

ფსევდოალერგიის მექანიზმები

ჰისტამინის კონცენტრაციის ზრდა – შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა ლიბერატორების ზემოქმედების შედეგად, მაგალითად მედიკამენტების ან საკვების მიღებისას. ასევე ჰისტამინის ინაქტივაციის მექანიზმის დარღვევისას, კერძოდ: ტუბერკულოზის სამკურნალოპრეპარატების, ანალგეტიკების და ანტიბაქტერიული პრეპარატების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. საკვებთან ერთად ჰისტამინის და სხვა ამინების მიღებისას. დისბაქტერიოზის შემთხვევაში ჰისტამინის წარმოქმნა ჰისტიდინისგან, ფენილალანინიდან, ტიროზინიდან და ა.შ. კომპლემენტის სისტემის აქტივაციის დარღვევა. არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმის დარღვევისას.

ჰისტამინის ლიბერატორებს ეკუთვნის:

არაიმუნური ბუნების: Ca-ის იონები, ბაქტერიული კედლის ამინოსაქარიდები, თავისუფალი რადიკალები, ნეიროტენზინი, ნეიროკინები A და B, ჰალიდინინი, ბრადიკინინი, ვაზოაქტიური ინტერსტიციალური პეპტიდები, სომატოსტატინი, მანიტოლი, დექსტროზა, პოლიამინები, პოლიმიქსინ A, პოლისაქარიდები, კოდეინი, ადამიანის შრატის ალბუმინების პრეპარატები, ინდომეტაცინი, აცეტილქოლინი, მორფინი, ატროპინი, ქინინი, სტრიქნინი, ფენამინი, ქლოროფორმი, რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები, ფსიქიური სტრესი, ფიზიკური სტრესი და ასევე ზოგიერთი საკვები პროდუქტი.

იმუნური ბუნების: IgE, IgG4, კომპლემენტის კომპონენტები C5a, C3a და C4a, ბაქტერიული ლიპოპოლისაქარიდები, y-ინტერფერონი, a-ინტერფერონი, ეოზინოფილების ცილის კათიონები.

( გაგრძელება იქნება- კლინიკური გამოვლინებები )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: