ალერგია სტომატოლოგიაში 5 – ანაფილაქსიური შოკი ( კლინიკური სურათი )


მედიკამენტური ალერგიის სიმპტომები გამოირჩევა მრავალფეროვნებით. მსუბუქი – გამონაყარი კანზე და კონტაქტური სტომატიტი. მძიმე – ანაფილაქსიური შოკი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი ( ლეიელის სინდრომი ) , სტივენს-ჯონსის სინდრომი და ა.შ. მძიმე ფორმის რაქციები შესაძლებელია ლეტალური გამოსავლით დამთავრდეს.

ეს გართულებები შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი სტომატოლოგიური მკურნალობის ან პროცედურის დროს, სულერთია ეს იქნება ლორწოვანის და კბილების მკურნალობა თუ ქირურგიული მანიპულაციები ან პროთეზირება.

ზოგიერთ შემთხვევაში შეინიშნება ერთდროულად რამდენიმე კლინიკური სიმპტომის ერთობლიობა, რომელთაც საფუძვლად უდევს სხვადასხვა იმუნოლოგიური მექანიზმების განვითარება. ( მაგალითად ანაფილაქსიური შოკის და აგრანულოციტოზის ერთობლივი განვითარება )

 

ანაფილაქსიური შოკი

 

მწვავე სისტემური ალერგიული რეაქცია, რომელიც ვითადება სენსიბილიზირებულ ორგანიზმში ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსის აქტივაციის რეაქციის შედეგად და გამოიხატება პერიფერიული სისხლძარღვოვანი კოლაფსით.

 ყველა ცნობილი ალერგიული რეაქციებიდან ანაფილაქსიური შოკი 10-15 %-ში გვხვდება.

პროფილაქტიკის მიზნით ანამნეზი უნდა იყოს მოგროვებული დაწვრილებით და ჩაძიებით, არ არის გამორიცხული რომ პაციენტმა გამოტოვოს თავისი ცხოვრების მანძილზე გამოხატული რაღაც „ წვრილმანები“ რომლებსაც ისინი საყურადღებოდ არ თვლიან. სამწუხაროდ არა მარტო პაციენტები არამედ ექიმი სტომატოლოგები ვერ უკავშირებენ ალერგიის გამოხატულების სხვა ფორმებს „კბილების მკურნალობის საქმეს“.

ანამნეზის შეკრება ხშირ შემთხვევაში შემოიფარგლება უბრალო შეკითხვით

„ განაკეთები ხომ გაქვთ ნემსი?“

და თუ პასუხი დამაკმაყოფილებელია აბსოლიტური სიმშვიდით აგრძელებენ თავიანთ საქმეს.

ანაფილაქსიური შოკის კლასიფიკაცია:

მსუბუქი;

საშუალო სიმძიმის;

მძიმე.

ანაფილაქსიური შოკი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ალერგენის ზემოქმედებისას: მედიკამენტური, საკვები პროდუქტი, მწერის ნაკბენი, კოსმეტიკური და პარფიუმერული საშუალებები, ნებისმიერი ქიმიური ნივთიერებები და ა.შ.

პრაქტიკულად ნებისმიერმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკის განვითარება, სულერთია ეს იქნება ანტიბიოტიკი, სულფანილამიდი, ანალგეტიკი, ვიტამინი, ანესთეტიკი და სხვ.

ანაფილქსიური შოკის პათოგენეზის საფუძველს წარმოადგენს ალერგიული რაქციის დაუყოვნებელი ტიპი, რომელიც ვითარდება იმუნოგლობულინი IgE გამო ( მიეკუთვნება ჯელისა და კუმბსის კლასიფიკაციის I ტიპს ). ბაზოფილებიდან გამოყოფილი მედიატორები იწვევენ გლუვი კუნთების შეკუმშვას ( ბრონქებში, ნაწლავებში და ა.შ. ) , ასევე ჰემოდინამიურ დარღვევებს, კერძოდ ვენური და არტერიული სტაზით თანხვედრილ პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოებას.

სისხლძარღვოვანი შეღწევადობის მომატების ფონზე ვითარდება ხორხის, ფილტვების, თავის ტვინის ქსოვილების შეშუპება, ასევე აღსანიშნავია გულის კუნთში, თირკმელებში, ღვიძლში და თავის ტვინში სისხლჩაქცევები. ამ დროს ხდება თრომბოციტების და ლეიკოციტების დაშლა, ასევე სისხლის სიბლანტის მატება.

ანაფილაქსიური შოკი თავისი განვითარების სისწრაფით და სიმპტომების სიმძიმით არის ცნობილ ალერგიულ რეაქციათა შორის ყველაზე დრამატული გამოვლინება. ხშირად იგი იწყება სწრაფად, ალერგენთან კონტაქტიდან 2 წ-დან  60 წთ-ის განმავლობაში. ასევე აღსანიშნავია უფრო გვიანი გამოვლინებები 4-8 საათის შემდეგ.  მედიკამენტური ანაფილაქსიური შოკი შესაძლებელია განვითარდეს პრეპარატის პარენტერალური შეყვანის შემდეგ, თუმცა თუ სენსიბილიზაციის მაღალი ზღვარია რეაქცია პრეპარატის შესუნთქვის ან ადგილობრივად კანის სინჯების ჩატარებისასაც შესაძლებელია რომ განვითარდეს. ( ეს იმ სტომატოლოგთა საყურადღებოდ, რომლებიც თვლიან, რომ სინჯები შეუძლიათ ადგილობრივად თვითონ ჩაატარონ, ექიმ ალერგოლოგების მაგივრად. ) ორგანიზმში მედიკამენტის ასეთი გზით მოხვედრა არ გამორიცხავს ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში ლეტალური გამოსავლის დადგომას. სიკვდილიანობა ანაფილაქსიური რეაქციების განვითარებისას სტატისტიკურად წელიწადში შეადგენს 0,002×1000 ( პაციენტი x მოსახლეობის რაოდენობა ).

 

გაგრძელება იქნება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: