ალერგია სტომატოლოგიაში 6. ანაფილაქსიური შოკი ( კლინიკური სურათი )


ანაფილაქსიური შოკის მძიმე ფორმა გამოიხატება ელვისებური სისხლძარღვოვანი კოლაფსით და ლეტალური გამოსავლით. გამოვლენილი ალერგიული რეაქციის სიმძიმე ჰემოდინამიური დარღვევების განვითარების სისწრაფეზე და ხარისხზეა დამოკიდებული.  რაც უფრო ხანმოკლეა ფარული პერიოდი მით უფრო საშიშია იგი სიცოცხლისათვის. რა თქმა უნდა განვითარებულ ბრონქოსპაზმს აქვს მნიშვნელობა ანაფილაქსიური შოკის მიმდინარეობაში, მაგრამ შეუქცევადი პროცესები ორგანიზმში ფილტვების, ხორხის და თავის ტვინის შეშუპების შედეგად იწყება. ასევე აღსანიშნავია სისხლის ცირკულაციის უკმარისობა და მწვავე სისხლძარღვოვანი კოლაფსი. აღსანიშნავია რომ პაციენტებს რომლებსაც განუვითარდათ ანაფილაქსიური შოკი უმეტეს შემთხვევაში აღნიშნულ ალერგენთან შეხებისას ადრე ქონდათ ალერგიის უფრო სუსტი გამოხატულობები ( ქავილი, ჭინჭრის ციება, ექზანთემა, თავბრუხვევა, ტემპერატურის მომატება და ა.შ. ). ალერგენის საოცრად მცირე დოზებთან კონტაქტიც კი არის საკმარისი რათა განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი.

ანაფილაქსიური შოკის მსუბუქი ფორმა ხასითდება სისხლძარღვოვანი უკმარისობის სიმპტომებით: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, კანის საფარველის ჰიპერემია, თავის ტკივილი, მოქმედების და აზროვნების შენელება, ჭინჭრის ციება და ა.შ. სიმპტომების ხანგრძლივობაა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. რეაბილიტაციის პერიოდი ძირითად შემთხვევებში კეთილსაიმედოდ მიმდინარეობს.

ანაფილაქსიური შოკის საშუალო სიმძმის ფორმა გამოიხატება გაშლილი კლინიკური სურათით. კერძოდ არტერიული წნევა მკვეთრად ეცემა, სისუსტე, თავბრუხვევა, ცივი ოფლი, ტაქიკარდია ( პულსი ძირითადად სუსტი ავსების და ძაფისებრი ), სუნთქვა გაძნელებულია, ხველა, ფილტვებში მცირე მშრალი ხიხინი, გულისრევა, ღებინება, ჰიპერემიისა და სიფერმკთალის მკვეთრი ცვალებადობა, გამონაყარი კანზე ( ჭინჭრის ციება ), მხედველობის და სმენის დარღვევა, გონების დაკარგვა.

ანაფილაქსიური შოკის განვითარებისთანავე სისხლში ხდება ლეიკოციტოზი, კერძოდ  ჩხირბირთვიანების რაოდენობის მატება 25%-მდე, ანეოზინოფილია, პლაზმოციტოზი. პროცესების კეთილსაიმედოდ განვითარების შემთხვევაში 5-7 დღის შემდეგ ეოზინოფილების რაოდენობა მატულობს 15-19%-მდე, პერიფერიული სისხლის შემადგენლობა ნორმალიზდება.

ანაფილაქსიური შოკის მძომე ფორმა ყველა აღნიშნულიდან 10-15%-ში ვითარდება, ლეტალური გამოსავალი მხოლოდ – 0.01 %-შია აღნიშნული.

კლინიკური სურათი – ელვისებური სისხლძარრვოვნაი კოლაფსი და კომატოზური მდგომარეობა , გონების დაკარგვა, გულის მუშაობის და სუნთქვის რითმის დარღვევა, პროსტრაცია, უნებლიე დეფეკაცია და შარდვა. პულსი ძაფისებური, არტერიული წნევა არ ისაზღვრება, გუგები გაფართოებულია, სინათლეზე გუგის რეფლექსი ან საერთოდ არ არის ან სუსტადაა გამოხატული. ლეტალური გამოსავალი შეიძლება განვითარდეს 5-დან 40 წთ-მდე. ანაფილაქსიური შოკის მძიმე ფორმის დროს ჰემოცირკულაციის დარღვევის გამო ვითარდება თავის ტვინის, მიოკარდის, ნაწლავების და ფილტვების ქსოვილების ნეკროზი.

პირველადი დახმარება და მკურნალობა

პირველ რიგში საჭიროა სისხლისმიმოქცევის აღდგენა და ფილტვების ვენტილაცია.

მკურნალობა იყოფა სამ ძირითად ეტაპად

პირველი ეტაპი ანუ გადაუდებელი დახმარება ( ექსტრემალური პირობები )

პაციენტს უნდა მივაღებინოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა, წამოვუწიოთ ფეხები.

გავუღოთ პირი. პირის გამღების გამოყენება ცოტა რთულდება თუ პაციენტს კბილთა მწკრივი დეფექტების გარეშე აქვს, პირის გამღების სამუშაო ზედაპირები საკმაოდ სქელია და მათი მოთავსება კბილებს შორის ძნელია ხოლმე, ამიტომ ჩვენი რჩევაა გამოვიყენთ ჩვეულებრივი შპადელი ან მინესოტა, და მას შემდეგ რაც ოდნავ შევაღებთ პირის ღრუს პირის გამღების ლოყები მოვათავსოთ პრემოლარების მიდამოში და დავაყენოთ მე-2 ან მე-3 პოზიციაში, იმის მიხედვით თუ როგორია პაციენტის ყბაბის და თანკბილვის ანატომიური თავისებურება. რატომ პრემოლარების მიდამოში? იმიტომ რომ ფრონტალურ მიდამოში იგი ხელს შეგვიშლის მანიპულაციების ჩატარებაში, ხოლო მოლარების მიდამოში ზედმეტი ძალის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია მივიღოთ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ამოვარდნილობა ან სხვა ტრავმული დაზიანება.

Image

 

Image

დავაფიქსიროთ ენა სპეციალური ინსტრუმენტით , გადავუწიოთ თავი, ალრგენის შეყვანის ადგილას ინექციის გზით უნდა იქნეს შეყვანილი ეპინეფრინის ( ადრენალინი ) 0,1% ხსნარის 0,2-0,5 მლ. ეპინეფრინთან ერთად სასურველია ინტრავენურად გლუკოკორტიკოსტეროიდების შეყვანა. კერძოდ ჰიდროკორტიზონი 100-200 მგ ან პრედნიზოლონი 60 მგ ან დექსამეტაზონი 8 მგ. ეს დოზები უნდა იყოს გათვლილი ყოველ 20 მლ 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდზე ანუ ფიზიოლოგიურ ხსნარზე. მაგრამ აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ  შესაძლებელია გულის გაჩერების შემთხვევაში ვერ მოვძებნოთ ვენა, ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია მედიკამენტის შეყვანა ყველაზე კარგად ვასკულარიზირებულ მიდამოში, ანუ ფუძის ქვეშ.

ლორწოსგან გავანთავისუფლოთ სასუნთქი გზები , დავიწყოთ ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი.

კუნთებში შევიყვანოთ ეპინეფრინის ( ადრენალინის ) 0,1% -იანი 1 მლ ხსნარი. ეს აუცილებელია სისხლძარღვოვანი უკმარისობის მოსახსნელად. საჭიროების შემთხვევაში ინექციის გამეორება შესაძლებელია ყოველ 10-15 წუთში. ეპინეფრინი ერთის მხრივ ხსნის ბრონქოსპაზმს და მეორეს მხრივ მოქმედებს სისხლძარღვოვან კოლაფსზე. ეუფილინის გამოყენება ყოვეთვის მისაღები არ არის რამეთუ მან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების სისხლძარღვების დილატაცია და დაამძიმოს მდგომარეობა. უკიდურეს შემთხვევაში ინტერკარდიალურად ეპინეფრინი.

კუნთებში ან ინტრავენურად უნდა გაკეთდეს ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკატორები ; დიმედროლის 1%-იანი ხსნარის 1-2 მლ,( სუპრასტინი 2%, პიპოლფენის 2,5%.)

გულის მუშაობის სტაბილიზაციისთვის კორგლიკონის 0,06%-იანი ხსნარის 0,5 მლ შერეული გლუკოზის 10-20 მლ ხსნარში, ინტრავენურად 5-6 წთ-ის განმავლობაში.

Image

ImageImage

ხორხის შეშუპების დროს ნაჩვენებია ტრაქეოტომიის ჩატარება, აქაც მცირე შენიშვნა, უბრალო სტომატოლოგისთვის ტრაქეოტომიის გაკეთება საკმაო სირთულეებთანაა დაკავშირებული, ამიტომ რეკომედირებული კრიკოკონიკოტომიის ჩატარება.

პერიფერიული შეშუპებების გამოჩენა მიუთითებს თავის ტვინის, გულის , ფილტვების, ღვიძლის, თირკმელების შეშუპების დასაწყისზე, რაც სიცოცხლისთვის შეუქცევად ცვლილებეში გადაიზრდება. ამ დროს აუცილებელია ორგანიზმში შევიყვანოთ ლაზიქსის 1%-იანი ხსნარის თუნდაც 2 მლ.

მეორე ეტაპი

ნატრიუმის ჰიდრიკარბონატის საშუალებით მაჟავა- ტუტიანობის ბალანსის აღდგენა, ჰიპოქსიის ნიშნების დროს ჟანგაბდის ხანგრძლივი მიწოდება.

მესამე ეტაპი

შინაგანი ორგანოების კონტროლი და დაკვირვება დინამიკაში, რეაბილიტაცია მკაცრი მონიტორინგის ქვეშ.

პაციენტი, რომელმაც გადაიტანა ანაფილაქსიურ შოკი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სტაციონარში დაახლოებით 10-12 დღე-ღამე მაინც უნდა გაატაროს მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. ხოლო შემდეგ გარკვეული პერიოდი უნდა იყო დისპასერული დაკვირვების ქვეშ.

( გაგრძელება იქნება )

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: