ალერგია სტომატოლოგიაში 7. კვინკეს შეშუპება ( კლინიკური სურათი )


კვინკეს შეშუპება დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

მიზეზი შეიძლება გახდეს სტომატოლოგიაში გამოყენებული ნებისმიერი საბჟენი თუ საპროთეზო მასალა, რა თქმა უნდა ასევე მედიკამენტები ( განსაკუთრებით პენიცილინის ჯგუფი ) და ანესთეტიკები..

ჯელისა და კუმბსის კლასიფიკაციის მიხედვით მიეკუთვნება პირველ ტიპს. მისი განვითარება დაკავშირებულია კანქვეშა ან ლორწქვეშა სისხლძარღვების ( ძირითადად ვენულების ) დილატაციასთან. ვაზოდილატატორების როლს ასრულებენ დაუყოვნებელი ალერგიის მედიატორები, ქინინები, პროსტაგლანდინები. აღნიშნული მედიატორები გამოიყოფა ანტიგენ-ანტისხეულის კომლექსების ჩამოყალიბებისას ბაზოფილების დეგრანულაციის პროცესის შედეგად.

კვინკეს შეშუპება ვითარდება ალერგენთან კონტაქტიდან რამდენიმე წუთში.

 ყბა-სახის მიდამოში ლოკალიზაციის შემთხვევაში შესაძლებელია ხორხის, პირის ღრუს ლორწოვანის, ენის, თვალების და ტუჩების შეშუპება. აღსანიშნავია გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ქავილი, ციება. ენისა და პირის ღრუს ლორწოვანის შეშუპება იწვევს გემოვნების რეცეპტორების ფუნქციის დარღვევას, ასევე ირღვევა მეტყველება და ფერხდება საკვების მიღება. სახის კანისა და პირის ღრუს ლორწოვანის ფერი ჩვეულებრივ შეცვლილი არ არის, მაგრამ სხეულზე შეიძლება განვითარდეს დაფოთვლა.

თუ შეშუპება გავრცელდა რბილ სასაზე და ხახაზე შეიძლება განვითარდეს სუნთქვის გართულება, პაციენტს ჩაეხლიჩოს ხმა ან მივიღოთ სრული აფონია. ხმის ჩახლეჩვა პირველი ნიშანია იმისა, რომ შეშუპება ვრცელდება ხახაზე და ხორხზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, რადგან მალე შეიძლება მას დაჭირდეს ტრაქეოტომიის დადება, რათა თავიდან ავიცილოთ ასფიქსიის შედეგად განვითარებული ლეტალური გამოსავალი .

ალერგიულ შეშუპებებს ახასიათებთ ასიმეტრიულობა, ერთსა და იგივე ტოპოგრაფიულ მიდამოში განმეორებითი გამოვლინება და ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტისას რამდენიმე საათში ან 1-2 დღის შემდეგ სიტუაციის ნორმალიზება .

სისხლში აღინიშნება ანტისხეულების არსებობა ( რომლებიც განეკუთვნებია IgE-ს ) და  ზომიერი ეოზინოფილია.

ალერგიული შეშუპების დიფერენცირება უნდა მოხდეს შემდეგ დაავადებებთან: მელკერსონ-როზენტალის სინდრომი, მეიჟის ტროფედემასთან და ლიმფანგიომასთან.

მკურნალობა

მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია ალერგენის ელიმინაცია, თუ ეს შესაძლებელია. თუ ხანგრძლივი და ძლიერ გამოხატული შეშუპებაა კარგია იქნება H1-რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება, ნატრიუმის თიოსულფატის 30%-იანი ხსნარი 5-10 მლ ოდენობით. ხორხის შეშუპების შემთხვევაში ინტრავენურად გლუკოკორტიკოიდები, ლაზიქსი, ტრაქეოტომია ( ან კროკოკონიკოტომია )

 

( გაგრძელება იქნება )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: