ალერგია სტომატოლოგიაში 8. მედიკამენტური ალერგიის დროს კანის საფარველისა და ლორწოვანის დაზიანებები ( კლინიკური სურათი )


ბოლო პერიოდში საკამათო გახდა დიაგნოზი „ პირის ღრუს ლორწოვანის იზოლირებული ლოკალური დაზიანება მედიკამენტური ალერგიის დროს.“ ( გამონაკლისს წარმოადგენს კონტაქტური ალერგიული სტომატიტი ). ძირითადად პირის ღრუს ლორწოვანის ალერგიული დაზიანებები თანდართულია კანზე გამონაყარით ან სხვა ორგანოების დაზიანებებით.

სამკურნალო მალამოები, ჟელეები, ადგილობრივი ანესთეტიკები, საბჟენი მასალები, კბილის პასტები და ელექსირები შეიძლება გახდეს პირის ღრუს ლორწოვანის ან კანის საფარველის ალერგიული დაზიანებების მიზეზი. პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებები ხასიათდება პოლიმორფიზმით, კლინიკური არასპეციფიურობით და იმუნოლოგიური პათოგენეტიკური მექანიზმების მრავალფეროვნებით. ხშირად ეს დაზიანებები წინ უსწრებს მედიკამენტური ალერგიის გამოხატვის სხვა რეაქციებს, ან შეთავსებული არიან მათთან. კანსა და ლორწოვანზე შესაძლებელია იყოს ვეზიკულური ან პაპულოზური გამონაყარი, ერითემები ან ტოქსიდერმიები.

პათოგენეზში შეიძლება შეთავსებული იყოს 2-3 იმუნოგენეზური ტიპი.

პირის ღრუს ლორწოვანის კატარალური დაზიანებები

( კლინიკური სურათი )

ამ პროცესში ჩართულია პირის ღრუს მთელი ლორწოვანი და ტუჩების ქობა, ან შესაძლებელია რომ დაზიანებული იყოს მხოლო მათი ნაწილი. დაავადების დასაწყისში პაციენტი გრძნობს მცირე წვას ან ქავილს. შემდგომ ჩნდება პირის ღრუს სიმშრალე და მცირედი ტკივილი.

დათვალიერებისას აღინიშნება შემოსაზღვრული ან განვრცობილი უბნები რომლებზეც ჰიპერემია ან ციანოზია გამოხატული. შეშუპების გამო ენის გვერდზე და ლოყის ლორწოვანზე აღინიშნება კბილების ანაბეჭდები. ენის ზურგი ჰიპერემიულია, ძაფისებური დვრილების გამოხატული ატროფიით. ღრძილების დვრილები შეშუპებული, ჰიპერტროფირებული და სისხლმდენია.

კატარალური ცვლილებების გამოვლინება ალერგენთან მეორადი შეხების შემდეგ 2-4 დღეში იჩენს თავს, თუმცა უფრო გვიანი კლინიკური გამოვლინებებიც არის ცნობილი.

პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის, შესაძლებელია მცირე სუბფებრილური ტემპერატურა და დერმატიტი. ალერგენთან შეხების შეწყვეტის შემდეგ სიტუაცია ხშირად თვითრეგულირდება. დიფერენციული დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს ატროფიულ კანდიდოზთან, B12 და  B2 ჰიპოვიტამინოზთან, ასევე შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელ დაზიანებებთან.

მკურნალობა

პირველ რიგში უნდა შევწყვიტოთ ალერგენთან კონტაქტი.

შეიძლება დაინიშნოს H1-რეცეპტორების ბლოკატორები, მაგ: სუპრასტინი 0,025გრ 3-ჯერ დღეში, ტავეგილი 0,001გრ 2-ჯერ დღეში, დიაზოლინი 0,1გრ 3-ჯერ დღეში, დიმედროლი 0,05გრ 3-ჯერ დღეში, ლორატადინი 0,01გრ ერთხელ დღეში, ზირტეკი 0,01გრ ერთხელ დღეში და ა.შ.

ასკორბინის მჟავა ანუ ვიტამინი C.

ანტიჰისტამინური პრეპარატები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ადგილობრივადაც აპლიკაციების სახით.

(გაგრძელება იქნება)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: