ალერგია სტომატოლოგიაში 10. ლაიელის სინდრომი.


Image

 

ანაფილაქსიური შოკის შემდეგ ყველაზე მძიმე ალერგიული რეაქცია. გამოვლენილ მედიკამენტოზურ ალერგიულ რეაქციებს შორის უკავია 0,3%. პირველად აღწერილი იქნა 1956 წელს ლაიელის მიერ. დაავადებას თან ახლავს ეპიდერმული ნეკროლიზი. სიკვდილიანობა მერყეობს 30%-დან 50%-მდე.

ეტიოლოგიაში დიდ როლს ასრულებს სულფანილამიდები, ანტიბიოტიკები, ასპირინი, ვიტამინი B6, ბარბიტურატები, ბისეპტოლი, ინდომეტაცინი, სტრეპტომიცინი, ელენიუმი და ასევე ოქროსფერი სტაფილოკოკით ინფიცირება.

პათოგენეზი ჯერ კიდევ სუსტადაა შესწავლილი თუმცა ვარაუდობენ რომ ჯელისა და კუმბსის მიხედვით I ან IV ტიპის იმუნოლოგიურ ფორმასთან გვაქვს საქმე, მედიკამენტი ასრულებს ამ შემთხვევაში ან ალერგენის, ან ჰაპტენის როლს. მედიკამენტური ეტიოლოგიის დროს ეპიდერმისის ბაზალურ შრეში შეინიშნება იმუნოგლობულინების დეპოზიტები, რაც აშკარად მიუთითებს ანტისხეულების მონაწილეობით განვითარებულ ალერგიულ რეაქციაზე. ბაქტერიული ვარიანტის შემთხვევაში ოქროსფერი სტაფილოკოკის ეგზოტოქსინები იწვევენ ეპიდერმისის დესტრუქციას და ბუშტუკების ჩამოყალიბებას.

Image

კლინიკური სურათი.

დაავადება იწყება სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მატებით ( 39-40 გრადუსამდე. ). რამდენიმე საათის განმავლობაში კანისა და ლორწოვანის ზედაპირზე ჩნდება შეშუპება, მტიკვნეული ერითემული ლაქები.  სწრაფად განვითარებული ერითემატოზის ფონზე ჩნდება სხვადასხვა ზომის ბუშტულები, რომელთა გახეთქვის შემდეგ რჩება ეროზიები. ვიზუალური მხარე გვაგონებს დამწვრობის II-III ხარისხს.

ლორწოვანზე ჩნდება ეროზიული წყლულები, რომლებიც უხვად გამოყოფენ სეროზულ ან სეროზულ-სისხლიან ექსუდატს, რაც თავის მხრივ იწვევს ორგანიზმის სწრაფ გაუწყლოებას.

დიფერენცირება უნდა მოხდეს დამწვრობასთან და სტივენს ჯონსის სინდრომთან. მკურნალობა ისეთივეა როგორც დამწვრობის დროს.

 

( გაგრძელება იქნება )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: