ალერგია სტომატოლოგიაში 11. სისხლმბადი ორგანოების მედიკამენტური ალერგიის გამოხატულება პირის ღრუში.


ალერგიულ რეაქციაში ჩაბმულია ორი ან სამი უჯრედოვანი რიგი. ყველაზე ხშირად ვითარდება ლეიკოპენია და აგრანულოციტოზი, შემდეგ თრომბოციტოპენია და ანემია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ მიდრეკილებებს. ერთსადაიგივე პრეპარატს შეუძლია სხვადასხვა კლასის ანტისხეულების ჩამოყალიბების ინდუცირება. ანტისხეულები რომლებიც ჩამოყალიბდა სენსიბილიზაციის პროცესში, პირველ რიგში იწვევენ პერიფერიულ სისხლში ციტოლიზს.

მედიკამენტური ალერგიული აგრანულოციტოზი

პერიფერიულ სისხლში გრანულოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ლორწოვანისა და კანის საფარველის დაზიანებით.

ეტიოლოგიაში დიდ როლს ასრულებენ სულფანილამიდები და ანტიბიოტიკები. აღნიშნული რეაქციის დროს მიზნობრივ უჯრედს წარმოადგენს გრანულოციტი. ჯელისა და კუმბსის მიხედვით ეკუთვნის II ტიპს.

კლინიკური სურათი

დაავადება სწრაფად ვითარდება. შესაძლებელია სეპტიკოპიემიის ელვისებური განვითარება.

იწყება ციებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით 38-39 გრადუსამდე, კუნთებისა და თავის ტკივილით, ტაქიკარდიით, ამავე დროს პირის ღრუს ლორწოვანზე, ღრძილებზე, ხახაზე ვითარდება ფართომაშტაბიანი წყლულები ან აფტოზური ელემენტები. გარკვეულ შემთხვევებში გამოვლენილა ანაფილაქსია და კოლაპსი, რომლებსაც თან ახლდა ჭინჭრის ციება.

პერიფერიული სისხლის კლინიკურ ანალიზს აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა. გრანულოციტების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული, შესაძლებელია სრულიად გაქრეს. ასეთი პაციენტები სასწრაფოდ უნდა იქნენ ჰოსპიტალიზირებულნი

დიფერენცირება უნდა მოხდეს ინფექციურ მონონუკლეოზთან.

მკურნალობა

პირველ რიგში უნდა შეწყდეს საეჭვო მიზეზობრივ მედიკამენტთან კონტაქტი. თუ ეს არ მოხდა შესაძლებელია რომ მივიღოთ ლეტალური შედეგი.

გლუკოკორტიკოსტეროიდები ეფექტურია მძიმე შემთხვევებშიც კი და იწვევს უკუპროცესს.

ლეიკოციტარული მასის გადასხმა, საჭიროების შემთხვევაში ძვლის ტვინის გადანერგვა.

 

ადგილობრივად შეიძლება გამოყენებული იქნას წყალბადის 1%-იანი წყალხსნარი. ასევე პროტეოლიტიური ფერმენტების აპლიკაციები ნეკროტიზირებულ უბნებზე, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები აუტოინფექციის თავიდან აცილების მიზნით.

(  გაგრძელება იქნება )

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: