ალერგია სტომატოლოგიაში 9. პირის ღრუს ლორწოვანის ეროზიული დაზიანებები.


Image

დაავადება იწყება კანისა და პირის ღრუს ლორწოვანის ცალკეულ უბნებზე წვისა და ქავილის შეგრძნებით. რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ პირის ღრუს ლორწოვანზე ჩნდება ერთეული ან მრავლობითი ჰიპერემიული ლაქები, ერითემები, სუბეპითელური ბუშტუკები ან ვეზიკულები, რომლებიც ძალიან მალე ტრანსფორმირდებიან ეროზიებად. ამ მომენტიდან იწყება მკვეთრი ტკივილი, საკვების მიღებისა და პირის გაღების შეზღუდვა.

ლოკალიზაცია: ლოყების ლორწოვანი, ენა, ტუჩები, რბილი და მაგარი სასა, პირის ღრუს ფსკერის ლორწოვანი. ეროზიული წყლულების ერთეული გამოვლინებები შესაძლებელია განლაგებული იყოს ცალკეულად, საერთო ჯგუფიდან მოშორებით. აღინიშნება შეშუპება და ჰიპერემია. არის შემთხვევები როდესაც ეროზიული წყლულები ერთიანდებიან და ფარავენ პირის ღრუს მთელ ლორწოვანს. წყლულები დაფარულია ფიბრინით, რომელთა მოხსნისას აღსანიშნავია სისხლმდენობა. ამავ დროულად მტკივნეულია. ენა შეშუპებული და ნადებიანია. ღრძილების დვრილები დაზიანებულია.

Image

პაციენტის საერთოდ მდგომარეობა: სუბფებრილური ტემპერატურა, თავის ტკივილი, მოთენთილობა, ციებ-ცხელება. ქვედაყბის ქვეშა ლიმფური კვანძები ზომაში მომატებული, მოძრავი, პალპაციისას მტკივნეული. სისხლში – ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია, ედს მომატებული, იშვიათად ლეიკოპენია ლიმფოციტოზით.

მედიკამენტური ალერგია იშვიათად მჟღავნდება მხოლოდ პირის ღრუში. ძირითადად პირის ღრუს გამონაყარს ახლავს ტანზე პოლიმორფული გამონაყარი. ასეთ შემთხვევებში დიაგნოსტიკა არ  წარმოადგენს სირთულეს. დიფერენციული დიაგნოზი უნდა ჩატარდეს მგლურასთან, პაპულოზურ სიფილისთან და ა.შ.

მკურნალობა:

მკურნალობა უნდა დაინიშნოს პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე.

აუცილებლად უნდა გაუქმდეს საეჭვო მიზეზობრივ მედიკამენტთან კონტაქტი.

ნატრიუმის თიოსულფატის 30%-იანი ხსნარი ინტრავენურად.

კუნთებში H1- რეცეპტორების ბლოკატორები, მაგ: დიმედროლი 1%-იანი 1 მლ 2 ჯერ დღეში; სუპრასტინი 2%-იანი 1 მლ 2 ჯერ დღეში; პიპოლფენი 2.5%-იანი 2 მლ 2 ჯერ დღეში.

ასევე უნდა დაინიშნოს ასკორბინის მჟავა ანუ ვიტამინი C – 0,2 გრ 3 ჯერ დღეში.

ადგილობრივი მკურნალობა უნდა დაიწყოს გაუტკივარებით. ამ მიზნით ანეთეტიკების გამოყენებისგან ჯობს თავი შევიკავოთ რათა თავიდან ავიცილოთ პარაალერგიის ჩამოყალიბება. ასეთ შემთხვევებში სჯობს H1 რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება აპლიკაციების და აბაზანების სახით. მაგ: დიმედროლი, სუპრასტინი ან პიპოლფენი განზავებული 5-10 მლ დისტილირებულ წყალში. ამის შემდეგ შეძლებისდაგვარად სასურველია ეროზიის ზედაპირიდან ნადების ფრთხილად მოცილება და კორტიკოსტეროიდების მალამოს აპლიკაცია, მალამო არ უნდა შეიცავდეს ანტიბიოტიკს და კერატოპლასტიურ საშუალებებს. კორტიკოსტეროიდული მალამოების გამოყენება 2-3 დღეზე მეტი ხანგრძლივობით სასურველი არ არის. ამ საშუალებების ხანგრძივი გამოყენება იწვევს პირის ღრუს დისბაქტერიოზს და ქსოვილოვანი რეგენერაციის პროცესების დარღვევას.

იმ ანტისეპტიკების გამოყენება რომლებსაც სენსიბილიზაციის მაღალი ან საშუალო ინდექსი აქვთ (ფურაცილინი, რივანოლი, ქლორამინი, ქლორგექსიდინი, კალიუმის პერმანგანატი და ა.შ.) მიზანშეწონილი არაა პარაალერგიის თავიდან აცილების მიზნით. აუტოინფექციასთან ბრძოლისთვის ძალიან ეფექტურია ლაზერით მკურნალობა და ჰიდროთერაპია ( წყალბადის ზეჟანგის 1 %-იანი წყალხსნარი ). ეპითელიზაციის დაჩქარების მიზნით მცენარეული ზეთების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მათ გააჩნიათ გარკვეული ალერგიული თვისებები. ამ შემთხვევაში ჯობს თუ რეტინოლით ანუ A ვიტამინით შემოვიფარგლებით.

მედიკამენტური ალერგია კანსა და პირის ღრუს ლორწოვანზე ხშირად გამოვლინდება საკმაოდ მძიმე ფორმებში. მაგ: სტივენს-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, დიურინგის დაავადება, პემფიგოიდი და ა.შ. ამ შემთხვევებში პაციენტები ძირითადად დერმატოლოგებს მიმართავენ, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ პაციენტი სტომატოლოგთან დაბრუნდეს. შესაბამისად ჩვენ უნდა გვქონდეს გარკვეული წარმოდგენა ამ დაავადებების შესახებ.

( გაგრძელება იქნება )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: