ალერგია სტომატოლოგიაში 12. მედიკამენტური ალერგიული თრომბოციტოპენია


Image

 

ალერგიული გენეზის ჰემატოლოგიური რეაქცია, რომელიც ვლინდება პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი კლებით, კანსა და ლორწოვანზე კი მრავლობითი სისხლჩაქცევებით ( პეტექიები, ექხიმოზები. )

Image

ალერგიის ამ ტიპის მიზეზი ხშირადაა ქინინი, ქინიდინი, ჰეპარინი, ბაქტრიმი, სულფანილამიდები, რიფამპიცინი, აცეტილსალიცილის მჟავა, დიგიტოქსინი, დელაგილი, პენიცილინი, ბარბიტურატები და სხვ.

მიზნობრივ უჯრედს წარმოადგენს თრომბოციტი.

პერიფერიულ სისხლში ციტოლიზის შედეგად თრომბოციტების რაოდენობა სწრაფად კლებულობს, ხოლო ძვლის ტვინში მატულობს მეგაკარიოციტების რაოდენობა.

Image

კლინიკური სურათი:

მედიკამენტთან კონტაქტიდან 6-24 საათში ვითარდება ჰემორაგიული გამონაყარი ( ექხიმოზები და პეტექიები ). უფრო ხშირად ზიანდება ქვედა კიდურების კანი.

პირის ღრუში შესაძლებელია ადრეული გამოვლინებები, სწორედ ეს განაპირობებს პაციენტის მიმართვას სტომატოლოგთან. სტომატოლოგის მთავარი ფუნქცია სწორი მიმართულება მისცეს პაციენტის მკურნალობას ანუ ჩაატაროს დიფერენციაცია და გადააგზავნოს პაციენტი სპეციალიზირებულ კლინიკაში, არ ჩათვალოს თავი ყოვლისშემძლე პაროდონტოლოგად და არ დაიწყოს ადგილობრივი მკურნალობა, რითაც გამოიწვევს კლინიკის დამძიმებას და ჭეშმარიტი მკურნალობის დაგვიანებას.

ობიექტურად დათვალიერებისას ღრძილებზე, ლოყების ლორწოვანზე, ტუჩებზე, ენაზე, პირის ღრუს ფსკერზე და სასაზე აღინიშნება მრავლობითი პეტექიები, რომლებიც ლორწოვანის დონიდან არ არიან ამოწეულები და ზეწოლისას არ ქრებიან. პირის ღრუს ლორწოვანის ტრავმის შემთხვევაში აღსანიშნავია პროფუზური სისხლდენა, რომლის შეჩერება, სისხლის შედედების ფუნქციის დაქვეითების გამო შეუძლებელია.

პერიფერიულ სისხლში ლეიკოგრამმა უცვლელია, თრომბოციტების რაოდენობა და ჰემოგლობინი დაქვეითებულია.

დიფერენცირება უნდა ჩატარდეს ჰემოფილიასთან და ვერლჰოლფის დაავადებასთან.

პროგნოზი კეთილსაიმედოა. მიზეზობრივ მედიკამენტთან კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ სიმპტომები სწრაფად განიცდიან რეგრესს. სიტუაცია სტაბილური ხდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ იგივე პრეპარატთან შეხების შემდეგ შესაძლებელია განმეორებითი რეაქცია, რომელიც ჩამოყალიბდება აუტოიმუნურ თრომბოციტოპენიად. ამის პროფილაქტიკის მიზნით აღნიშნულ პრეპარატებს კრძალავენ მთელი სიცოცხლის მანძილზე.

თრომბოციტოპენიის მკურნალობა ხდება სპეციალიზირებულ კლინიკებში.

პირველ რიგში უნდა გაუქმდეს საეჭვო-მიზეზობრივი მედიკამენტის მიღება. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღება 7-10 დღის განმავლობაში იწვევს პროცესის უკუგანვითარებას და სტაბილიზაციას. თუ გლუკოკორტიკოსტეროიდების ფონზე გაუმჯობესებას ვერ ვღებულობთ სასურველია დონორული თრომბოციტური მასის გადასხმა.

 ( გაგრძელება იქნება )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: