ავთვისებიანი სიმსივნეების კლასიფიკაცია ( ჯმო )


ავთვისებიანი სიმსივნეები

ავთვისებიანი სიმსივნეები იყოფა ჯგუფებად, რომელთაც განაპირობებს ის ქსოვილები საიდანაც დაიწყო სიმისვნემ აღმოცენება.

კიბო ( კარცინომა ) – ეპითელური წარმოშობის ავთვისებიანი სიმსივნე. თუ კი უჯრედი მაღალდიფერციულია ( ანუ ნაკლებად ავთვისებიანია ) მაშინ სახელწოდება განისაზღვრება ქსოვილების ტიპის მიხედვით. მაგ: ბრტყელუჯრედოვანი გარქოვანებული კიბო ან ადენოკარცინომა და ა.შ.

თუ კი სიმსივნეს აქვს დაბალდიფერენციული უჯრედები, მაშინ სახელწოდება განისაზღვრება მათი ფორმის მიხედვით. მაგ: წვრილუჯრედოვანი ან ბეჭდისებრუჯრედოვანი კიბო.

სარკომა – შემაერთებელქსოვილოვანი ავთვისებიანი სიმსივნე.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ მოგვაწოდა კლასიფიკაცია რომლის მიხედვითაც ხდება დაავადების დახარისხება და კლინიკური სურათის განსაზღვრა.

TNM კლასიფიკაცია

მოცემული კლასიფიკაცია გამოიყენება მთელს მსოფლიოში. შეიცავს შემდეგ პარამეტრებს.

1. T (tumor, სიმსივნე) — სიმსივნის ზომა.

2. N (nodes, კვანძები) — მეტასტაზების არსებობა ადგილობრივ (რეგიონულ ) ლიმფურ კვანძებში.

3. M (metastasis) — შორეული მეტასტაზების არსებობა.

 

კლასიფიკაციას დაემატა კიდევ ორი პარამეტრი

 

4. G (gradus, ხარისხი) — ავთვისებიანობის ხარისხი.

5. P (penetration, შეღწევადობა) — ღრუ ორგანოში შეზრდის ხარისხი ( გამოიყენება მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეების შემთხვევაში ).

 

განვიხილოთ თითოეული მათგანი

 

T (tumor) — სიმსივნე

წარმონაქმნის მოცულობის და ზომების აღმნიშვნელი ინდექსია , ასევე განსაზღვრავს ორგანოს დაზიანებისა და ირგვლივ მყოფ ქსოვილებში შეზრდის ხარისხს.

To — პირველადი სიმსივნე არ ვლინდება.

T1 — სიმსივნე 2 სმ-მდეა.

T2 — სიმსივნე 2-დან 4 სმ-მდეა და აზიანებს ორგანოს ( არა უმეტეს ორი ანატომიური ნაწილისა ).

T3 — სიმსივნე 4 სმ-ზე მეტი ზომისაა და აზიანებს ორგანოს ორ ანატომიურ ნაწილზე მეტს.

T4 — სიმსივნე აზიანებს ორგანოს ( ქსოვილის ) დიდ ნაწილს და ვრცელდება სხვა ორგანოებსა და სისტემებზე.

TX – პირველადი სიმსივნის გავრცელების შეფასება შეუძლებელია.

 

N (nodes) — კვანძები ( ლიმფური კვანძები )

სიმსივნური დაავადებებისთვის დამახასიათებელია ლიმფურ კვანძებში ცვლილებები. ორგანოდან ან ქსოვილებიდან გამომდინარე ლიმფა ჯერ ხვდება ადგილობრივ ანუ რეგიონულ ლიფურ კვანძებში ( პირველი რიგის კოლექტორში ), მათ შემდეგ ლიმფა გადაადგილდება უფრო შორეულ ლიმფურ კვანძებში ( მეორე და მესამე რიგის კო;ექტორებში ). მათში თავს იყრის ერთი ან რამდენიმე ორგანოდან გამოდინებული ლიმფა. ლიმფური კვანძების ჯგუფები ატარებენ სახელწოდებას მათი ანატომიური განლაგების მიხედვით. მაგ: ქვედაყბისქვეშა ლიმფური კვანძები და ა.შ.

 

 

No — რეგიონული ლიმფური კვანძები არ ისინჯება.

N1 — ვლინდება მოძრავი ლიმფური კვანძები ( პირველი რიგის კოლექტორი დაზიანებულ ან საეჭვო მხარეს )

N2 — ორმხრივად ვლინდება ლიმფური კვანძები, მოძრავი, შედარებით პატარა.

N3 — ვლინდება ცალმხრივი, უძრავი, დიდი ზომის ლიმფური კვანძები.

N4 -ორმხრივი უმოძრაო დიდი ზომის ლიმფური კვანძები ან მიმდებარე ქსოვილებთან შეზრდილი ლიმფური კვანძების ცალმხრივი პაკეტი.

NX -ლიმფური კვანძების დაზიანების მდგომარეობის შეფასება შეუძლებელია.

 

M (metastasis).

შორეული მეტასტაზების დამახასიათებელი ინდექსი

Mo — შორეული მეტასტაზები არ ვლინდება

M1 — ვლინდება შორეული მეტასტაზები, თუნდაც ერთი.

MX- შორეული მეტასტაზების არსებობის განსაზღვრა შეუძლებელია.

 

 

 

TNM-ის დამატებითი პარამეტრები

 

G (gradus) — ავთვისებიანობის ხარისხი.

განისაზღვერება ჰისტოლოგიურად უჯრედების დიფერენციაციის მიხედვით.

 

G1 — დაბალი ხარისხის ავთვისებიანობის სიმსივნეები (მაღალდიფერენცირებულები ).

G2 — საშუალო ავთვისებიანობის ( დაბალდიფერენცირებული ).

G3 — ავთვისებიანობის მაღალი ხარისხი ( არადიფერენცირებული ).

 

P (penetration) — შეღწევადობა.

გამოიყენება მხოლოდ ღრუ ორგანოებისთვის, გვაჩვენებს მათ კედელში შეღწევის ხარისხს.

P1 — ლორწოვანის ფარგლებში.

P2 — აზიანებს ლორწქვეშა შრეს.

P3 — აღწევს კუნთოვან ქსოვილში

P4 — აღწევს სეროზულ შრეში და გამოდის ორგანოს საზღვრებიდან.

 

სიმსივნეების კლინიკური კლასიფიკაცია

 

ამ კლასიფიკაციის მიხედვით ყველა მაჩვენებელი და პარამეტრები განიხილება ერთროულად ანუ ჯამურად. არსებობს დაავადების 4 სტადია;

1 ხარისხი; მცირე ზომის სიმსივნე, რომელსაც უკავია შემოსაზღვრული უბანი, არ აზიანებს ორგანოს კედელს ან არ შორდება ლოკალიზებული ქსოვილების საზღვრებს, არ გააჩნია მეტასტაზები.

2 ხარისხი: დიდი ზომის სიმსივნე, უკავია შემოსაზღვრული უბანი, არ გამოდის ორგანოს საზრვრებს მიღმა ან არ შორდება ლოკალიზებული ქსოვილების საზღვრებს, შეიძლება რეგიონულ ლიმფურ კვანძებში  ქონდეს ერთეული მეტასტაზები.

3 ხარისხი: დიდი ზომის სიმსივნე, აზიანებს ორგანოს კედლებს ან ტოვებს ლოკალური ქსოვილებს საზღვრებს, რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მრავლობითი მეტასტაზებით.

4 სტადია: სიმსივნე ჩაზრდილია მოსაზღვრე ორგანოებსა და ქსოვილებში, მრავლობითი შორეული მეტასტაზებით

 

2 Responses

  1. G კლასიფიკატორი შეცდომოთ არის მოყვანილი

  2. მადლობელი ვიქნები თუ კომენტარში მიუთითებთ შეცდომას და ჩაასწორებთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: