დაავადებანი, რომლებიც შეიძლება განვითარდეს იმპლანტატების გარშემო ქსოვილებში და საფრთხე შეუქმნას მის მდგრადობას. ავტორი ექიმი პაროდონტოლოგი ქ.მესხი


Image

 

ისევე, როგორც საკუთარი კბილების მიდამოში შეიძლება განვითარდეს გინგივიტი და პაროდონტიტი, იმპლანტატის მიმდებარე ქსოვილებშიც გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ანთებითი დაავადებები:

-მუკოზიტი-ღრძილის ანთება იმპლანტატის გარშემო, რომელიც კლინიკური ნიშნებით ჰგავს გინგივიტს.

-პერიიმპლანტიტი-ანთებითი პროცესი, რომელიც ღრძილის გარდა მოიცავს იმპლანტატის გარშემო ძვლოვან ქსოვილს და მის რეზორბციას (დაშლას) იწვევს.

Image

სამწუხაროდ, პერიიმპლანტიტის დროს ანთებითი პროცესის მიმდინარეობა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე პაროდონტიტის დროს და მძიმე შემთხვევებში იმპლანტატის დაკარგვას იწვევს.

მუკოზიტისა და პერიიმპლანტიტის განვითარების რისკ-ფაქტორები:

-განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს წარმოადგენენ პაციენტები, რომელთაც იმპლანტაციამდე აღენიშნებოდათ პაროდონტის ანთებითი დაავადებანი (გინგივიტი, პაროდონტიტი) და არ მოხდა მათი მკურნალობა, სტაბილიზაცია ( აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილი დაავადებების გამო თუ კი პაციენტმა ყველა კბილი დაკარგა მაშინ იგი ამ რისკ ჯგუფში აღარ ხვდება);

-მწეველები;

-პაციენტები, რომლებიც არ ასრულებენ ექიმის რეკომენდაციებს და იმპლანტაციის და პროთეზირების შემდეგ საჭიროდ აღარ თვლიან პროფილაქტიკურ ვიზიტებს იმპლანტოლოგთან და პაროდონტოლოგთან;

-პაციენტები,რომელთაც აღენიშნებათ მძიმე ზოგადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;

Image

იმისათვის,რომ თავიდან ავიცილოთ გართულებანი, იმპლანტაციის დაგეგმვისას საჭიროა:

-ჩატარდეს პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენის პროცედურა, რაც გულისხმობს პირის ღრუში არსებულ კბილებზე რბილი და მაგარი ნადებების მოცილებას;

-საჭიროების დროს ჩატარდეს ექიმ-პაროდონტოლოგის კონსულტაცია და შესაბამისი ჩვენებების არსებობის შემთხვევაში ჩატარდეს პაროდონტის დაავადების მკურნალობა;

Image

იმპლანტაციის შემდეგ:

-პაციენტმა გულმოდგინედ უნდა დაიცვას ინდივიდუალური ჰიგიენა, გამოიყენოს სტომატოლოგის მიერ რეკომენდირებული ჰიგიენური საშუალებანი;

-რეგულარულად, წელიწადში 1-2-ჯერ, ხოლო რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში 3-4 თვეში ერთხელ მიმართოს პაროდონტოლოგს საკონტროლო დათვალიერებისა და პირის ღრუს პროფესიული წმენდისთვის;

Image

პაციენტმა (და სასურველია ასევე ექიმმაც)  აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ტრადიციული აპარატურით და ინსტრუმენტებით იმპლანტების ზედაპირის დამუშავება კატეგორიულად დაუშვებელია. ჩვეულებრივი მეტალის ინსტრუმენტები აზიანებს იმპლანტის ზედაპირს, ამიტომ დასაშვებია მხოლოდ სპეციალური პოლიმერული ინსტრუმენტების გამოყენება, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმ-ჰიგიენისტის იმპლანტატებზე მუშაობის უნარ-ჩვევებს.

რაც შეეხება მუკოზიტისა და პერიიმპლანტიტის მკურნალობას, მათი დროული დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია, ამიტომ პაციენტმა საწყისი სიმპტომების გაჩენისთანავე უნდა მიმართოს იმპლანტოლოგსა და პაროდონტოლოგს.

Image

ეს სიმპტომებია:

-იმპლანტატის მიმდებარე ქსოვილების ციანოზური ელფერი ან შეწითლება, შეშუპება, სისხლდენა;
-დისკომფორტი ან ყრუ ტკივილი იმპლანტატის მიდამოში;

-სისხლდენა ან სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი იმპლანტის ირგვლივი ჯიბიდან;

-ხვრელ-არხის და აბსცესის გაჩენა ამ მიდამოში;

ნებისმიერი რომელიმე ზემოთჩამოთვლილი სიმპტომის შემთხვევაში პაციენტი კატეგორიულად უნდა მოერიდოს „შინაური“ მეთოდებით ან ახლობლების რჩევით რაიმე სავლების, პრეპარატის გამოყენებას, მხოლოდ პაროდონტოლოგსა და იმპლანტოლოგს შეუძლია კვალიფიციური დახმარების გაწევა.

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: