ვის ირჩევს პაციენტი?


ვის ირჩევს პაციენტი?

რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა, რომ პაციენტები ირჩევდნენ ექიმ-სტომატოლოგებს მათ მიერ ჩატარებული მკურნალობის ხარისხის მიხედვით. მაგრამ სამწუხაროდ მათ არ აქვთ შესაბამისი განათლება და კრიტიკული მიდგომა, ამიტომ ძირითადად ხდება მსჯელობა თვალშისაცემი და ზედაპირული მაჩვენებლების მიხედვით.

მაგ: უი მე ისეთი გულისხმიერია, რა დროსაც არ უნდა დაურეკო ყოველთვის მზადაა მიგიღოს

( ეჭვი არ ჩნდება, რომ ეს ექიმი ისეთი მოცლილია, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი პაციენტი, მაგრამ ამის ვუალიზაციას ახდენს იმით, რომ „ შენ ხომ ჩემი ძველი პაციენტი ხარ“ ); მეორე ვარიანტი : უი ისეთი კარგია, ისეთი კარგი, რასაც ეტყვი იმას გიკეთებს, აი როგორც გინდა, რანაირადაც გინდა და ა.შ.

( აქაც ეჭვი არ ჩნდება რომ შესაძლებელია პაციენტის შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება მოცემულ კლინიკურ სურთთან და არ შეესებამება აღნიშნულ სიტუაციას).

მოდით ჩავატაროთ წარმოსახვითი ექსპერიმეტი

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი , რომელმაც არაფერი არ იცის სტომატოლოგიაზე, გარდა იმისა, რომ ხანდახან ხედავს ტელევიზორში ვიღაც დოქტორებს, რომლებიც მოძღვრავენ მას თუ როგორ უნდა გამოიწმინდოს კბილები და გაიხეხოს ენა, ასევე ბუნდოვნად ახსოვს მე-8 კლასში გავლილი ანატომიის კურსი სახელად „ადამიანი“, და ზუსტად ვერ იხსენებს კბილი ყბაში როგორაა ჩამაგრებული ( უბრალოდ დევს, მიზრდილია რაიმე ქსოვილებით თუ ?) , მაგრამ კარგად ახსოვს, როდესაც ბავშვობაში მიიყვანეს „კბილის ექიმთან“, 8 წლის იყო და ექიმმა ქვედა ყბაზე მარჯვნივ უკანა კბილს შეხედა და თქვა „ ხოოო, ეს კბილი სარძევეა, მის მკურნალობას აზრი არა აქვს, ამოვიღოთ…. შენ ნუ შეგეშინდება მე ჯადოსნური წამალი მაქვს, შევასხამ და კბილი თვითონ ამოვარდება“ ( ჯადოსნური წამალი იმ პერიოდისთვის იყო ქლორეთილი, რომლის გამოყენება არ შეიძლებოდა და არ შეიძლება იმ მიდამოებში საიდანაც შესაძლებელია მისი შესუნთქვა….. ეს ისე „განათლებული“ იმ დროინდელი „ კბილის ექიმების“ და დღევანდელი „სტომატოლოგების“ საყურადღებოდ, ვისაც ჭკუა ეკეტება სწავლაზე და სპეციალური ლიტერატურის კითხვაზე…. ასევე ანოტაციების გადაკითხვაზე, და აშოტიკას არ ეკითხებიან თუ როგორ უნდა იხმარონ მის მიერ ჩანთით მოტანილი მედიკამენტი ან საბჟენი მასალა), ეხლა მეორე: აშკარაა რომ 8 წლის ასაკში ქლორეთილით „მოყინული“ სარძევე მოლარის ამოღება „უდიდეს სიამოვნებას“ და „სულიერ სიმშვიდეს„ მოუტანდა ბავშვს…..   ეს ვითომ თვითონ ამოვარდნილი კბილი ხომ ისეთი აღმოჩნდა, რომ სავარძლიდან საცოდავი ბავშვი აყვა მაშას და ამ დროს კი ექიმი და მშობელი მის დაწყნარებას ცდილობდნენ….. ანაბეჭდი ქვეცნობიერებაში „ექიმები იტყუებიან“ არ ამოიშლება… მშობელს ბავშვი აპატიებს, აი ექიმს კი …..  მოკლედ აი ესეთი ცოდნით და გამოცდილებით შეიარაღებული ადამიანი ხართ წარმოიდგინეთ???

თქვენ გაქვთ სტომატოლოგიური პრობლემა და იქვე ახლოს მოსახერხებელ მანძილზე,( ჩვენ ქართველებს ყველაფერი ახლოს და მოსახერხებელ მანძილზე გვიყვარს…. აი მთლად ჩვენს ეზოში თუ იქნება ხომ გადასარევი…. აი ეკლესიაც თუ იქვე იქნება ორ ნაბიჯში აწყობილია ცხოვრება) არის სამი კლინიკა: X  ,  Y და Z.

კლინიკა X: გთავაზობთ ჩაეწეროთ ვიზიტზე მათი პირადი საიტის გამოყენებით და წინასწარ შეავსოთ ასევე საიტზე განთავსებული კითხვარი.

კლინიკა Y: გთავაზობთ ჩაეწეროთ ტელეფონით და კლინიკაში მისვლისას შეავსოთ კითხვარები.

კლინიკა Z: კარები მუდამ ღიაა, მობრძანდით როცა გაგიხარდებათ, აქ თქვენ დაგხვდებათ აუცილებლად ექიმი , რომელიც ყოველთვის ( დღე-ღამის ნებისმიერ დროს) მოიცლის თქვენთვის, არ დაგაკარგინებთ დროს არავითარი კითხვარის შევსებაზე, არც ბიუროკრატიულ სამედიცინო დოკუმენტაციაზე…. არ შეგაწუხებენ არავითარი „ზედმეტი კითხვებით“ და „ზედმეტი დათვალიერებით“ ….. თქვენ მხოლოდ თქვით რა გინდათ და როგორ გინდათ… დანარჩენი კი ყველაფერი იქნება 280%-ით (ასეთი პროცენტის ბუნებაში არსებობის ალბათობა ეს სხვა საკითხია).

კლინიკა X: ყურადღებით ეცნობიან თქვენს მიერ შევსებულ კითხვარს ( რომელიც ჯანმრთელობის ზოგად საკითხებს ეხება ), ყურადღებით კრეფენ ანამნეზს , სანამ სამკურნალო პროცედურებზე გადავლენ ატარებენ სრულ დათვალიერებას და სრულყოფილ გამოკვლევებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით , ივსება სამედიცინო დოკუმენტაცია, გაყენებენ საქმის კურსში, გაცნობენ თქვენი პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს, განიხილავენ თქვენთან ერთად მომავალ შედეგებს, გაცნობენ შესაბამის გართულებებს, რომლებმაც შესაძლებელია თავი იჩინოს მომავალში, განიხილავენ კლინიკის ვალდებულებებს და გაცნობენ თქვენს ვალდებულებებს, ამის შემდეგ გთავაზობენ ხელშეკრულებას და გადადიან მკურნალობის პროცესზე.

კლინიკა Y: ყველაფერი იგივე ხდება რაც წინა კლინიკაში, ერთი განსხვავებით, მათ არა აქვთ ძვირად ღირებული თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები…., მაგრამ მათი საჭიროების შემთხვევაში პაციენტს აგზავნიან ამ გამოკვლევებზე.

კლინიკა Z: ყველაფერი საკმაოდ ოპერატიულად ხდება, მხოლოდ მიუთითეთ თქვენი სურვილი…. არავითარი დროის კარგვა უაზრო კითხვარებზე, ანამნეზზე, გამოკვლევებზე

( თანამდეროვე ციფრულ ტექნოლოგიებს საერთოდ არ ფლობენ და არც ახსენებენ)

საქმე ლაპარაკის ნაცვლად…..

რომელ კლინიკას აირჩვეთ?

აქ ჩავერევი და ვიტყვი რა თქმა უნდა სტომატოლოგები აუცილებლად იტყვიან რომ აირჩევენ პირველ ორ კლინიკას, თვითონაც ისურვებდნენ, რომ ასეთ კლინიკებში იმუშაონ და იმუშაონ ასე და არა სხვაგვარად, მაგრამ რატომღაც პაციენტების ძალიან დიდი პროცენტი ირჩევს მესამე კლინიკას და ასევე სამწუხაროდ ამ სტატიის კითხვისას პაციენტებმა არა, მაგრამ აი სტომატოლოგებმა სწორედ მესამე კლინიკაში შეიცნეს თავიანთი მუშაობის სტილი, მაგრამ ამას არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: