დენტალური იმპლანტაცია


დენტალური იმპლანტაცია

 

კბილთა რკალის დეფექტების, კერძოდ, სხვადასხვა მიზეზით განვითარებული მეორადი ადენტიის პრობლემა, ყოველთვის წყდებოდა ხელოვნური კბილების მეშვეობით, რომელთა დამზადების ხერხები და მეთოდები ერთმანეთს ენაცვლებოდა არა მარტო სტომატოლოგიის, არამედ, კაცობრიობის განვითარების ისტორიაში მაშინაც კი, როდესაც სტომატოლოგია ცალკე დისციპლინად არ გამიხილებოდა.

ჯერ კიდევ შორეულ საუკუნეებში, რომსა და ეგვიპტეში, ინდოეთსა და ჩინეთში, ხდებოდა ამოღებული კბილების ჩანაცვლება სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ხელოვნური კბილებით.

სტომატოლოგიურ ორთოპედიულ-საპროთეზო მიდგომათა შორის, ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული გახდა დენტალური იმპლანტაცია, რომელსაც თვლიან ახალ მეთოდად. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდიკა გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

პირველი სერიოზული პუბლიკაცია ამ თემაზე  1685 წელს ნიუ-იორკში დაიწერა.  S.Allen-მა გამოუშვა სახელმძღვანელო „კბილთმკურნალობის შესახებ“. სწორედ ამ სახელმძღვანელოში იყო აღწერილი დენტალური იმპლანტაციის მეთოდი.

მე-19 და მე-20 საუკუნეებში ამ თემასთან დაკავშირებით დაიწერა  მრავალი პუბლიკაცია, რომლებშიც განიხილებოდა სხვადასხვა მასალები და მკურნალობის ტაქტიკა.

თანამედროვე იმპლანტაციის სულიჩამდგმელად განიხილება P.J.Branemark (1969,1977,1985 წწ). სწორედ მან შემოიტანა  ტერმინი „ოსტეოინტეგრაცია“, რომელიც გულისხმობს ძვლოვანი ქსოვილსა და ტიტანს შორის ჩამოყალიბებულ კავშირს.

დენტალური იმპლანტაციით  მკურნალობის მეთოდმა გაირა საკმაოდ რთული და დიდი გზა.  დღეს უკვე,  ნებისმიერი პაციენტი ენდობა და  უსაფრთხოდ მიიჩნევს დენტალური იმპლანტაციის მეთოდით მკურნალობას.

დენტალური იმპლანტების სახეები:

  1. ენდოდონტო-ენდოოსალური ( როდესაც იმპლანტი გაივლიდა რა კბილის არხს ამის შემდეგ ხდებოდა ძვლოვან ქსოვილში მისი ფიქსაცია, დღეს ამ მეთოდს ალბათ ვერც იხილავთ, იგი ისტორიას ეკუთვნის);
  2. ენდოოსალური იმპლანტაცია (ანუ ძვალშიდა იმპლანტაცია, დღევანდელი ყველაზე გავრცელებული მეთოდი);
  3. სუბპერიოსტალური იმპლანტაცია (იმპლანტი მდებარეობს ძვლოვანი ქსოვილის ზედაპირზე და დაფარულია ლორწოვან-ძვლისსაზრდელას ნაფლეთით);
  4. ენდოოსალურ-სუბპერიოსტალური ;

ჩამოთვლითაგან, ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მეთოდია ენდოოსალური დენტალური იმპლანტაცია.

დენტალური იმპლანტაციის ჩვენებებია:

  • კბილთა მწკრივის ნაწილობრივი დეფექტები;
  • კბილთა მწკრივის სრული დეფექტი ( სრული უკბილობა) ალვეოლური მორჩის არტროფიით ან ატროფიის გარეშე;
  • მოსახსნელი პროტეზების ხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები (ღებინების მომატებული რეფლექსი, პლასტმასზე ალერგიული რეაქციები, ყბების შეძენილი ან თანდაყოლილი დეფექტები);

უკუჩვენებები და ხელისშემშლელი ფაქტორებია:

  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. სისხლის და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები. (მიელომური დაავადება, ლეიკოზი, აგრანულოციტოზი, კოაგულოპათია, ჰემოლიტიური ანემია, თალასემია, ლიმფომა და ა.შ.);
  • ენდოკრინული დაავადებები ( შაქრიანი დიაბეტი, ტოქსიური ჩიყვი, ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა.);
  • ჰორმონალური დარღვევები: თირეოტოქსიკოზი, ჰიპერპარათირეოზი, ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. ძვლოვან ქსოვილში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები რეგულირდება ენდოკრინული სისტემის მიერ. ერთერთი მთავარი ამ შემთხვევაში არის ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონი პარათჰორმონი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის რაოდენობას. ორგანიზმში კალციუმის რაოდენობის დაცემა იწვევს პარათჰორმონის გამომუშავების ზრდას, რაც თავის მხრივ იწვევს ოსტეოკლასტური რეზორბციის აქტივირებას და ოსტეობლასტების მიერ კოლაგენის სინთეზის ინჰიბიციას. კალციტონინი – (ჰიპოკალცემიური ფაქტორი, თირეოკალციტონინი) ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს სისხლში კალციუმის შემცველობას, პარატჰორმონის ანტაგონისტი. იგი ამუხრუჭებს ოსტეოკლასტურ რეზორბციას.ჰიპოთირეოზის შემთხვევაში ძვალში დაქვეითებულია უჯრედული აქტივობა. ამ დროს რეზორბციის პროცესები ჭარბობს, რაც იწვევს კომპაქტური ფირფიტის ღრუბლოვანებას.;
  • თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები; თირკმელზედა ჯირკვლის კორტიკოსტეროიდული ჰორმონები კატაბოლიზმს უწყობენ ხელს, ანელებენ ოსტეობლასტების  წარმოშობას და კოლაგენის სინთეზს. სასქესო ჰორმონები ესტროგენები და ანდროგენები ხელს უწყობენ  ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებასა და ზრდას. ესტროგენები  ააქტიურებენ ოსტეობლასტებს და აჩქარებენ ოსტეონების  მინერალიზაციას. ანდროგენები ამუხრუჭებენ ძვლის რეზორბციას და მინერალიზაციის კატალიზატორის როლს ასრულებენ;
  • ჰიპოფიზის დაავადებები; ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონი სომატოტროპინი სქესობრივ მომწიფებამდე ასტიმულირებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებას. ხოლო შემდეგში ეს ჰორმონი პერიოსტალურ ზედაპირებზე ოსტეოგენეზის აქტივაციას უწყობს ხელს;
  • გენეტიკური დარღვევები: არასრული ოსტეოგენეზი, ქონდროდისპლაზია, დიზოსტოზები და ა.შ;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები: მალაბსორბციის სინდრომი, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ფუნქციის დაქვეითება, წვრილი ნაწლავისა და კუჭის რეზექციის შემდგომი პერიოდი და ა.შ.
  • ოსტეოპათიები, ძვალ-ხრტილოვანი სისტემის დაავადებები: დისპლაზია, ოსტეოდისტროფია, ოსტეოპოროზი: პირველადი, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებულია ასაკობრივ ფაქტორებთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია პოსტმენოპაუზური დარღვევები. მეორადი, რომელიც წარმოადგენს ძირითადი დაავადებების შედეგს.
  • ოსტეომალაცია -ეს არის ჩონჩხის პათოლოგია, რომელიც გამოიხატება ძვლოვანი მატრიქსის არაადეკვატურ მინერალიზაციაში, თუმცა ქსოვილოვანი მასა და მოცულობა შენარჩუნებულია. მიზეზები შეიძლება იყოს: ჰიპოვიტამინოზი, ციროზი, ჰეპატიტი, ჰიპოპარატირეოზი, ბარბიტურატებით ხანგრძლივი მკურნალობა, ტეტრაციკლინით ხანგრძლივი მკურნალობა, მალაბსორბცია, ჰიპერპარათირეოზი, ყაბზობის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი მიღება და ა.შ.
  • ავიტამინოზი;

A ვიტამინი: მისი დეფიციტი იწვევს მინერალიზაციის დამუხრუჭებას. ასევე სასქესო ჰორმონების დეფიციტს. შესაბამისად  ჭარბობს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბცია.

C ვიტამინი: მისი დეფიციტი ამუხრუჭებს ოსტეობლასტების მიერ კოლაგენის სინთეზს. მცირდება ოსტეოგენეზი და იზრდება რეზორბციის პრპოცესები.

D ვიტამინი: მისი დეფიციტი იწვევს მინერალიზაციის დარღვევას, ხოლო ჭარბი რაოდენობა კი რეზორბციას.

რევმატიული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა, სპონდილოართრიტი და ა.შ.

  • მწეველები;
  • ფსიქიატრიული სტატუსის მქონე პაციენტები და ასევე  ალკოჰოლიზმი, ნარკომანია.
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ აკონტროლებენ პირის ღრუს ჰიგიენას. პაციენტის დაბალი ჰიგიენური კულტურა;
  • პაციენტები რომლებიც იტარებენ სხივურ თერაპიას. (ავთვისებიანი სიმსივნეების არსებობა როდესაც საჭიროა ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია;)
  • სისტემური დაავადებები;
  • პაპიონ-ლეფევრის სინდრომი;
  • ქრონიკული სომატური დაავადებები (ტუბერკულოზი, კოლაგენური აუტოიმუნური დაავადებები – რევმატოიდული ართრიტი, შეგრენის სინდრომი და სხვ.
  • შემაერთებელიქსოვილების სისტემური დაავადებები: წითელი მგლურა, სკლეროდერმია.
  • თირკმელების დაავადებები: თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, აციდოზი, ფანკონის სინდრომი და ა.შ.
  • იატროგენული დაავადებები – კერძოდ მეორადი ოსტეოპოროზი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად. კერძოდ კორტიკოსტეროიდები, ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები და ა.შ.

 

წარმატებულ შედეგზე მოქმედი ფაქტორები:

  • მეზობელი კბილების მდგომარეობა ( ასეთების არსებობის შემთხვევაში );

პაროდონტის ქსოვილების სტატუსი

– ნამკურნალები არხები

– ხელოვნური გვირგვინები და ბჟენები

  • სპეციფიური დაავადებები- დისპროტეინემია, განპირობებული ცილოვანი კვების არასრულფასოვნებით;
  • დისმენორეა;
  • ფეხმძიმობა;
  • საერთო მდგომარეობის გაუარესების პერიოდი: ინფექციური დაავადებები ან თუნდაც ჰიპერტონიული მოვლენები;
  • პაროდონტიტი;

არსებობს აბსოლუტური უკუჩვენებები,  როდესაც მკურნალობის პროცესმა შესაძლებელია პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნას რისკი, ან პაციენტის ცხოვრებისეული სტილისა და რიტმის გამო არ იყოს მიზანშეწონილი იმპლანტაციის ჩატარება.

ყველა დანარჩენი უკუჩვენება შეიძება ჩაითვალოს ფარდობითად ან რისკ ფაქტორად.

დაავადება რომლის სტაბილიზაციაც შესაძლებელია უფრო რისკ ფაქტორია ვიდრე უკუჩვენება.

 

მკუნალობის დაგეგმარება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

დიაგნოსტიკური მოდელის შექმნა;

მომავალი კონსტრუქციის წინასწარი შერჩევა;

მომიჯნავე სპეციალისტების კონსულტაციის აუცილებლობა;

სამუშაო მიდამოს ანატომიური მონაცემების და რესურსის შეფასება;

იმპლანტაციის მეთოდის შერჩევა (ერთმომენტიანი, გადავადებული) და შეთანხმება პაციენტთან;

დატვირთვის მეთოდის შერჩევა (გადავადებული, დაუყოვნებელი, ეტაპობრივი);

დროებითი კონსტრუქციის მოდელის და ტიპის შერჩევა და შეთანხმება პაციენტთან;

საბოლოო გეგმის შეთანხმება და ინფორმირებული წერილობითი თანხმობის მიღება პაციენტისგან;

ჩვენების მიხედვით ქირურგიული შაბლონის და დროებითი რესტავრაციის დამზადება;

პაციენტის ობიექტური გამოკვლევისას, საყურადღებოა შემდეგი ნიუანსები:

დეფექტის ლოკალიზაცია;

პირის გაღების ხარისხი;

სტომატოლოგიურ დაავადებათა არსებობა;

პირის ღრუს ჰიგიენის მდგომარეობა;

ღიმილის ხაზი;

თანკბილვა;

მეზიო-დისტალური მანძილი;

ალვეოლათაშორისი მანძილი

სასურველია ფოტოდოკუმენტირება.

სახის პროპორციები

პირის გაღების ხარისხი

პირის ღრუს ჰიგიენის მდგომარეობა

 

ღიმილის ხაზი

 

თანკბილვა

 

მეზიო-დისტალური მანძილი

 

ერთეული დეფექტის შემთხვევა

მანძილი მეზობელი კბილის ყელიდან იმპლანტამდე (2 ან 3 მმ) + იმპლანტის დიამეტრი ( X მმ ) + მანძილი იმპლანტიდან  მეორე მეზობელი კბილის ყელამდე = სასურველ მეზიოდისტალური მანძილის

მრავლობითი  დეფექტის შემთხვევა

მანძილი მეზობელი კბილის ყელიდან იმპლანტამდე (2 ან 3 მმ) + იმპლანტის დიამეტრი ( X მმ ) + იმპლანტიდან იმპლანტამდე მანძილი ( 3 მმ) + მეორე იმპლანტის დიამეტრი ( X მმ ) + (?) + მანძილი იმპლანტიდან  მეორე მეზობელი კბილის ყელამდე = სასურველ მანძილის

ალვეოლათაშორისი მანძილი

ასაკი – ძირითადად არ წარმოადგენს წინააღმდეგჩვენებას, გარდა ძალიან ახალგაზრდა ასაკისა ( 17-18 წლამდე).

სახის ჩონჩხის ზრდის დასრულების დიაგნოსტირებისას  გამოიყენება  ხერხემლის კისრის მალების R-გამოკვლევა ან მაჯის ძვლების R გამოკვლევა. პირველ შეთხვევაში ვაკვირდებით მალების ზედა ზედაპირის ხაზს, თუ რამდენად ჩამოყალიებებულია მათი ჰორიზონტალური ხაზი, მეორე შემთხვევაში კი ცერცვისებრი ძვლის ფორმას, სრულყოფილია თუ არა იგი.

  1. Os scaphoideum – ნავისებრი ძვალი;
  2. Os lunatum – მთვარისებრი ძვალი;
  3. Os triquetrum – სამწახნაგიანი ძვალი;
  4. Os pisiforme – ცერცვისებრი ძვალი;
  5. Os trapezium – ტრაპეციული ძვალი;
  6. Os trapezoideum – ტრაპეცოიდული ძვალი;
  7. Os capitatum – თავდიდა ძვალი;
  8. Os hamatum – კავიანი ძვალი

დენტალური იმპლანტაციისთვის ერთერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ძვლოვანი სტრუქტურის რეზორბცია – ყბების ატროფია.ეს არის პროცესი, რომელსაც ახასიათებს ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის , მასის და ზომების შემცირება. მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, ასევე ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მიმდინარეობა, მაგალითად დაბერების პროცესი. 25 წლამდე მიმდინარეობს ძვლოვანი ქსოვილის ანუ ჩონჩხის ჩამოყალიბება, შემდგომ დაახლოებით 40 წლამდე ჩონჩხი ინარჩუნებს სტაბილურობას. 40 წლის შემდეგ კომპაქტური შრე იწყებს კლებას 0,3-0,4% წელიწადში. ღუბლოვანი ქსოვილის დანაკარგი კი წელიწადში მამაკაცებში შეადგენს 1%-ს , ხოლო ქალებში კი 2-3%-ს. ასე რომ  ნორმალური ფიზიოლოგური პროცესების შემთხვევაში, 70 წლისთვის კომპაქტური შრის დანაკარგი დაახლოებით 25%-30% -ია, ხოლო ღრუბლოვანის კი 35-40%. 45 წლიდან იწყება ყბების ძვლოვანი სტრუქტურის ოსტეოპოროზული ცვლილებები, კორტიკალური ფირფიტის შემცირება შიგნიდან გარეთ, სპონგიოზური ნაწილის მატება – ძვლოვანი ტრაბეკულების შემცირება, ძვლოვან ქსოვილში ცხიმოვანი ჩანართების გამოჩენა.

ზედა და ქვედა ყბების ალვეოლური
მორჩების რეზორბციის კლასიფიკაცია

  1. ფიზიოლოგიური
  2. კბილის ექსტრაქციის შემდეგ
  3. განიერი ალვეოლური მორჩი
  4. ვიწრო ალვეოლური მორჩი
  5. ბრტყელი ქედი
  6. ჩაზნექილი ქედი

ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობისას 25 წლიდან ყბების ალვეოლური მორჩი განიცდის წელიწადში 0,1-0,2 მმ-იან განლევას, რაც არ წარმოადგენს პათოლოგიას. თუ განლევის სიჩქარე მეტია, ეს მიუთითებს პათოლოგიურ პროცესებზე, რომლებიც არღვევენ რეზორბციასა და ოსტეოგენეზს შორის არსებულ ბალანსს. მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს  ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები.

ენდოგენური ფაქტორებია  ნივთიერებათა ცვლის მოშლა და ენდოკრინული ფონის ცვლილებები. ეგზოგენური  – პაროდონტის დაავადებები ( როგორც მწვავე ასევე ქრონიკული ); ოკლუზიის დარღვევა და ფუნქციური გადატვირთვები, ადენტია, არამართებული და არარაციონალური პროთეზირება (განსაკუთრებით მოსახსნელი პროთეზები). ადენტიის შედეგად განვითარებული პროგრესირებადი ატროფიის შემთხვევაში, განილევა არა მარტო ალვეოლური მორჩი,  არამდე ყბების ბაზალური ნაწილიც, რაც  გვაძლევს იერსახის შეცვლას (ჰაბიტუსის ცვლილებას), პირის ღრუს კარიბჭის გაქრობას, ოკლუზიის სრულ ცვლილებას.

ძვლოვანი ქსოვილის   მოცულობის 30-40% კლება უკვე პათოლოგიაა და ამას ოსტეოპოროზი ეწოდება. ეს პროცესი ძვლოვანი სისტემის პასუხია ენდოგენური და ეგზოგენური  ფაქტორების ზემოქმედებაზე.

განასხვავებენ პირველად და მეორეულ ოსტეოპოროზს. პირველადია პოსტმენოპაუზის პერიოდისა და სენილური ოსტეოპოროზი, რომელიც უვითარდება ქალს მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ, ასევე – ხანში შესულთა ოსტეოპოროზი. ეს ფორმა შემთხვევათა საერთო ოდენობის 85%-ს შეადგენს. გარდა ამისა, გამოყოფენ იუვენილურ (ახალგაზრდა ასაკში განვითარებულ) და იდიოპათიურ (უცნობი მიზეზით აღმოცენებულ) ოსტეოპოროზს.

ყბების ოსტეოპოროზის ძირითადი მიზეზი მაინც ადენტიაა, რადგან ყბების ძვლების განვითარება დამოკიდებულია ღეჭვის დროს  განვითარებულ ფუნქციურ დატვირთვაზე.

ტრადიციული რენტგენოლოგიური გამოკვლევა ოსტეოპოროზის დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა. ძვლის მინერალური სიმკვრივის შესაფასებლად რეკომენდებულია ე. წ. ძვლის დუალენერგიული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრია, რომელიც ძვლის მინერალურ სიმკვრივეს მაღალი სიზუსტით ზომავს. ეს მეთოდი კომფორტული და მარტივია

ძვლის ტიპები და არქიტექტონიკა Lekholm  და Zarb 1985

1 ტიპი – სქელი კორტიკალური ფირფიტა, მცირე ოდენობის ღრუბლოვანი შრით
2 ტიპი – სქელი კორტიკალური ფირფიტა ასევე კარგად განვითარებული მკვრივი ღრუბლოვანი შრით

3 ტიპი – თხელი კორტიკალური ფირიფიტა კარგად განვითარებული მკვრივი ღრუბლოვანი შრით

4 ტიპი –  ძალიან თხელი კორტიკალური ფირფიტა მცირე სიმკვრივის ღრუბლოვანი შრის ირგვლივ
სრული დიაგნოსტირებისთვის მიზანშეწონილია: რენტგენო რადიოლოგიური კვლევები,  დენტალური რენტგენო დიაგნოსტიკა; რადიოვიზიოგრაფია; ორთოპანტომოგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია;

ჩამოთვლილი მეთოდებით მიღებული ინფორმაციის სიზუსტის შესადარებლად ჩატარდა კვლევა ქვედა ყბის არხის ლოკალიზაციის გამოკვლევის მიზნით:

 

 

პირის ღრუს მზადება ოპერაციისთვის

აუცილებლად უნდა ჩატარდეს პირის ღრუს სრული სანაცია.

ინდივიდუალური მიდგომა

ითვალისწინებს არა მარტო პაციენტის ფსიქოტიპს, არამედ მოცემულ კლინიკურ სიტუაციას, არსებულ რესურსს, ძვლის ტიპს, ღრძილის ბიოტიპს, დეფექტის ლოკალიზაციას.

შესაძლებელია ინდივიდუალურად შეირჩეს როგორც მომავალი კონსტრუქცია, ასევე იმპლანტების მოდელები და საპროთეზო კონსტრუქციის ალტერნატიული ტიპები.

იმპლანტების ზომები

იმპლანტის ზომებს აქვს გარკვეული ბიომექანიკური და კლინიკური მნიშვნელობა.

რაც მეტია იმპლანტის სიგრძე და დიამეტრი მით მეტია ძვალთან შეხების ფართობი, შესაბამისად მეტია ინტეგრაციის პროცენტული შესაძლებლობა.

გარდა იმისა რომ უნდა ვისწრაფოდეთ დიდი ზომებისკენ, უნდა გვახსოვდეს შესაძლებლობები და რესურსი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. იმპლანტის ირგვლივ სასურველია იყოს არა ნაკლებ 1- 1,5 მმ ძვლოვანი ქსოვილისა, სრულფასოვანი ვასკულარიზაციისთვის.

იმპლანტისთვის სარეცელის შექმნა გულისხმობს ატრავმულ მუშაობას.

ძვლოვანი ქსოვილის გაცხელება 4-5 გრადუსი ცელსიუსით იწვევს ძვალ-ტვინოვანი ქსოვილის ჰიპერემიას.

10-13 გრადუსით გაცხელება კოლაგენის რეორგანიზაციის საწინდარია, გარდა ამისა წყდება კავშირი კოლაგენსა და ჰიდროქსილაპატიტს შორის.

13 გრადუსის ზევით უკვე იწყება ცილების დენატურაცია, ოსტეოციტების დაშლა, ვასკულარიზაციის მოშლა რამაც შესაძლებელია რამდენიმე კვირაში, კერძოდ 4-5 კვირაში გამოიწვიოს სეკვესტრების ჩამოყალიბება.

ამიტომ  გადახურება დაუშვებელია.

მზადება ოპერაციისთვის

კონსულტაცია

დეტალური ანამნეზი

კომპიუტერული ტომოგრაფია,

ორთოპანტომოგრაფია,

ინფორმირებული თანხმობის მიღება.

გამოკვლევების შედეგების შეჯამება

პირის ღრუს მომზადება – პროფესიული წმენდა ,

ჰიგიენისტის კონსულტაცია

საოპერაციო ველის მომზადება:

კანის საფარველის დამუშავება,

ქლორგექსიდინის 0,2%-იანი ხსნარის სავლები

2 წთ-ის განმავლობაში

 

ზოგად სომატური გამოკვლევები და ვადები

Anti-HCV-total ( C ჰეპატიტის ვირუსის ანტიგენების ანტისხეულებზე );

HBsAg ( B ჰეპატიტი );

გამოკვლება შიდს-ზე;

გლუკოზა ( სისხლის ანალიზი შაქარზე );

სისხლის საერთო ანალიზი;

ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების ჰორმონები

 

იმპლანტაცია ნაბიჯ-ნაბიჯ

განაკვეთის გატარება

სარეცელის შექმნა

მომავალი გვირგვინის პოზიციის განსაზღვრა მარკერით

სარეცელის გაფართოება

კორტიკალურ შრეში იმპლანტის ყელის დიამეტრის ადაპტირება

იმპლანტის მომზადება

იმპლანტის მომზადება სარეცელში

იმპლანტზე მაფორმირებელის მოთავსება (პირველადი დაუყოვნებელი ნაწილობრივი დატვირთვის შემთვევაში)

 

პაციენტს ეძლევა რჩევა დარიგება, სასურველია წერილობით;

ცივი საფენების გამოყენების მეთოდიკა და ხანგრძლივობა;

ანალგეტიკების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გამოყენების წესები;

ანტიბიოტიკების გამოყენების ხანგრძლივობა და კონტროლი (საჭიროების შემთხვევაში);

პირის ღრუს ჰიგიენის კონტროლი და მეთოდები (ქლორგექსიდინის 0.2% -იანი ხსნარი);

პაციენტის საკონტროლო ვიზიტების სიხშირე;

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: